თამაში ქალაქ უდევალაში, თბილისის დროით 21:45 სთ-ზე დაიწყება.
მატჩის წინა დღეს გია გეგუჩაძემ გუნდი სტადიონ "რიმნერსვალენზე" ავარჯიშა. წვრთნამ საათზე მეტხანს გასტანა და ძირითადად, წინასწარ შეგულებული რამდენიმე სქემის დამუშავებას დაეთმო. სფფ-ის ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდში კარგი განწყობაა და თვრამეტივე ფეხბურთელი მზადაა მატჩისთვის.
გია გეგუჩაძე: ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა პირველი მატჩი გორში
U21. საქართველო-შვედეთი 0:1 - სხვა შედეგი არ იქნება [VIDEO]
დღევანდელ თამაშს ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მარკუს ჰამეტერი (არბიტრი), როლანდ რიდელი (ასისტენტი), როლანდ ბრაუნშმიდტი (ასისტენტი), ჯულიან ვაინბერგერი (სათადარიგო).
საქართველოს ნაკრები მატჩისთვის ამ შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი);
მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ლევან გეგეჭკორი (შუქურა), თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო);
ნახევარმცველები: გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (მინსკი, ბელორუსი), გიორგი ხარაიშვილი
(საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო);
თავდამსხმელები: ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ბაჩანა არაბული (დინამო), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჰაკან ერიქსონის განკარგულებაში ეს ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: იესპერ იოჰანსენი (გაის), ტიმ ერლანდსონი (ნოტინგემი, ინგლისი);
მცველები: ემილ კრაფტი (ბოლონია, იტალია), სებასტიან ჰედლუნდი (კალმარი), ლუის ვალკვისტი (ნორჩოპინგი), პა კონატე (მალმიო), ადამ ლუნდკვისტი (ელფსბორგი), იოაკიმ ნილსონი (ელფსბორგი), ნოა სონკო სანდბერგი (სუნდსვალი);
ნახევარმცველები: სიმონ ტიბინგი (გრონინგენი, ჰოლანდია), კრისტოფერ ოლსონი (მიდტიულანდი, დანია), მელკერ ჰამბერგი (ჰამარბი), ალეკსანდრ ფრენსონი (ბაზელი, შვეიცარია), ალბერ ზენელი (ჰერენვეენი, ჰოლანდია), მუამარ ტანკოვიჩი (ალკმაარი, ჰოლანდია), სამუელ გუსტაფსონი (ჰაკენი), ერდალ რაკიპი (მალმიო);
თავდამსხმელები: გუსტავ ენგვალი (გიოტებორგი), დავიდ კარლსონი (ნორდსიელანდი, დანია), იორდან ლარსონი (ჰელსინგბორგი).
U21. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
3 ივნისი
შვედეთი-საქართველო 21:45
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 7 6 0 1 19-4 18
2. შვედეთი 5 4 1 0 12-1 13
3. ესპანეთი 6 4 1 1 16-8 13
4. საქართველო 7 3 0 4 12-12 9
5. ესტონეთი 7 1 1 5 3-17 4
6. სან მარინო 8 0 1 7 1-21 1.