გია გეგუჩაძე: ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს

AutoSharing Option
30 მაისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთში გაემგზავრება, სადაც 3 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მასპინძელთა 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

გია გეგუჩაძის გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ვარჯიშობს, შვედეთში გამგზავრებამდე კი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გია გეგუჩაძე: "მზადება თბილისში დავიწყეთ. შვედეთში დაგვემატება გიორგი გოროზია. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება ჯიმი ტაბიძე, რომლის თაობაზე პასუხი დღეს გვეცოდინება. ექიმების დიაგნოზს ველოდებით გიორგი პაპუნაშვილზე - მას ფეხზე სურათი უკვე გადაუღეს და მალე გვეტყვიან, შეძლებს თუ
არა თამაშს. სამწუხაროდ, ასეთ პრობლემებს ვერ ავცდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს დავთმობთ.

გუნდში კარგი განწყობაა, მეგობრული ატმოსფეროა, ბიჭები მოგვყვებიან, იოლად ითვისებენ სიახლეებს და მჯერა, ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს...

...ლუკა ზარანდიას დისკვალიფიკაცია აქვს და ეს იქნება ბოლო თამაში, რომელსაც გამოტოვებს. ამიტომაც ვერ ითამაშებს ის შვედეთში. რაც შეეხება სიის მიღმა დარჩენილ სხვა ფეხბურთელებს: მინდა, განვაცხადო, რომ ყველას ვაკვირდებით, გვაქვს გაფართოებული სია, გვაქვს კომუნიკაცია ფეხბურთელებთან, რამდენჯერმე ნაკრების ვარჯიშებზეც გამოვიძახეთ. ასე რომ, მათ იციან, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოუწიოთ ნაკრებში თამაში და ამისთვის მზად უნდა იყვნენ".

დაჩი ცნობილაძე: "ნაკრებში ყოფნა დამატებით მოტივაციას არ საჭიროებს. გუნდში კარგი განწყობაა და გვინდა, წარმატებით ვითამაშოთ. ყველანი მონდომებულები ვართ და ვცდილობთ, ის დავალებები, რასაც მწვრთნელები გვაძლევენ, მოედანზე გადავიტანოთ".

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
რს გავს ასაკობრივი ნაკრებები სად არის თქვენი ფეხბურთის განვითარების გეგმა?სანამ სამართლიანად არ აარჩევთ ფეხბურთელებს და დარეკილებს იმისი ამისი იმან დარეკა იმან მთხოვა არ მოშლით არაფერი არ გამოგივათ შEნ რა გენაღვლება ფულებს მაინც დაირტყავ ხალხის ნერვიულობა არ კიდიააა აიფარე შენი განვითარების გეგმა ცხვირზე და მიაფარე შენებსმაგრათ განვიტარდტ რა
GULSHEMATKIVARI
12:19 04-06-2016
0
მე როგორც ვიცი მე-4 ადგილზე არიან და შანსი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ჯობია ახლები ათამაშოს თან ჩვენი ჩემპიდან. იქნებ ეს თამაშები გახდეს მათთვის სტიმული რომ მომავალში დიდი ფეხბურთი ითამაშონ.
noli
16:12 30-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული