U21. ესტონეთი VS საქართველო - გამოცდა პრესტიჟისთვის

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტალინში ესტონელ თანატოლებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას გამართავს.

გია გეგუჩაძის გუნდს შესარჩევ ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილი უჭირავს. რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს აღარ აქვს ევროპის პირველობაზე გასვლის შანსი, მაგრამ შედეგი მაინც მნიშვნელოვანია, რაკი ჩვენთვის ნებისმიერი საერთაშორისო გამარჯვება ახლა მისწრებაა.

საქართველოს ნაკრებს ბოლო მომენტში ტრავმის გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. გუნდს ტალინში ვერ გაჰყვნენ "საბურთალოს" ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი და ქობულეთის "შუქურას" მცველი ირაკლი კომახიძე. სამაგიეროდ, ტალინში გაემგზავრა თბილისის "ლოკომოტივის"
კაპიტანი დავით უბილავა.

რაც შეეხება თორნიკე კირკიტაძეს, მან ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და დღეს მისი თამაში საეჭვოა.

გეგუჩაძემ ესტონეთთან სათამაშოდ შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ), საბა ლობჟანიძე (ჩიხურა);

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

ესტონეთის ნაკრები
მეკარეები: კრისტიან ტამე (პიარნუ), მატვეი იგონინი (ინფონეტი);

მცველები:
მადის ვიმანი (ფლორა), ვლადიმირ ავილოვი (ინფონეტი), ჰენდრიკ ოიმაა (ლევადია), ანდრე პაიუ (ტამეკა), მარტენ კუსკი (ნომე კალიუ), მარტინ მაგი (ნომე კალიუ), ჰენრიკ პურგი (ნომე კალიუ), ალგერ ძუმადილი (ლევადია), მიხაელ ლიანდერი (პაიდე), მარკო ლუკა (პიარნუ);

ნახევარმცველები: მიკაელ აინსალუ (ფლორა), გერმან სლეინი (ფლორა), მარტინ მილერი (ტამეკა), მატიას კაიტი (ფულჰემი, ინგლისი), ვლასი სინიავსკი (ნომე კალიუ), სვიატოსლავ იაკოვლევი (ტრანს ნარვა);

თავდამსხმელები:
კევინ კაუბერი (ლევადია), რობერტ კირსი (ნომე კალიუ), ფრანკ ლივაკი (ალკობენდასი), ანდრე იარვა (ნომე კალიუ), მარკ როსნაპი (პაიდე), ედუარდ გოლოვიოვი (ინფონეტი);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სტრიმის ნახვა სად შეიძლება?
გია
19:48 01-09-2016
0
არაბიძეს რატომ არ იწვევენ.....აპა მომავალი მესიაო......
rezi
11:38 01-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული