U21. ესტონეთი-საქართველო 0:1 - უნდა გაგვეტანა ათი, გავიტანეთ ერთი... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტალინში 1:0 დაამარცხა მასპინძელი ესტონეთი.

გია გეგუჩაძის შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და ერთი რა არის, რატომ 10 გოლი არ უნდა გაგვეტანა მოწინააღმდეგის კარში?!

ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე გავიდა. დავით უბილავას გადაცემის შემდეგ თავი ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა.

რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ გულში ხინჯად ის დაგვრჩა, რომ ამდენი საგოლე მომენტი გავატანეთ ესტონურ ქარს.

ქართველთაგან ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებით ვაკო გვილიას გამოვარჩევთ. გვგონია, რომ ის უკვე მზადაა საქართველოს მთავარ ნაკრებში სათამაშოდ.

გეგუჩაძის გუნდს
შესარჩევი ციკლი არ დაუსრულებია, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჩვენები ჯგუფში მეოთხე ადგილს ვერ ასცდებიან. ბოლო მატჩი 6 სექტემბერსაა, ხორვატიასთან. თუ არაფერი შეიცვალა, ამ შეხვედრას ზესტაფონის "დავით აბაშიძე" უმასპინძლებს.

U21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
01.09. ტალინი. "ლე კოკ არენა"
ესტონეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 კაჭარავა (43)
ესტონეთი: იგონენი, მაგი, კუუსკი, ავილოვი, ოიამა, კალტი, პაიუ (69. აინსალუ), როოსნუპი (81. სინიავსკი), მილერი (83. კაუბერი), ლივაკი, კირსი.
მწვრთნელი: მარტინ რეიმი
საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, ტაბიძე, უბილავა, ხარაიშვილი (66. გოროზია), გვილია, ცინცაძე, კიტეიშვილი, კაჭარავა (72. ზივზივაძე), არაბული (89. ლობჟანიძე).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: პაიუ (11), კირსი (75)
არბიტრი: ა. ჰარვი (ირლანდია).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 8 6 1 1 20-5 19
2. შვედეთი 7 5 2 0 16-4 17
3. ესპანეთი 7 5 1 1 22-8 16
4. საქართველო 9 4 0 5 15-15 12
5. ესტონეთი 8 1 1 6 3-18 4
6. სან მარინო 9 0 1 8 1-27 1

მომდევნო მატჩები
5 სექტემბერი
შვედეთი-ესპანეთი

6 სექტემბერი
საქართველო-ხორვატია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაბლოკეთ დაბლოკეთ ეგერ გყავთ მკვდარი სულები
0
რატო ბლოკავთ კომენტარებს? უნამუსოები ხართ
999l
10:48 05-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული