ლიტველები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე თემურ ჩოგოვაძემ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ლიტველთა კარში დანიშნული პენალტი ქართველებმა ვერ გაიტანეს და გამარჯვების ბრწყინვალე შანსი ხელიდან გაუშვეს.
ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, 4 სექტემბერს გაეჯიბრებიან.
ამხანაგური მატჩი
02.09.16. თბილისი, "მიხეილ მესხი"
U19. საქართველო-ლიტვა 1:1
გოლები: 0:1 კუბილინსკასი (45), 1:1 ჩოგაძე (65).
საქართველო: გუგეშაშვილი, არდაზაშვილი (46’ საღრიშვილი), ლოჩოშვილი, კობოური (84’ გოგილაშვილი),
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა: შიაულისი, ვორონკო, სირვისი, მედელინსკასი, კუბილინსკასი (62’ ანტანავიჩიუსი), კონიკასი (42’ სუნელაიტისი, 84’ სკარჟაუსკასი)), სტოჩკუნასი (82’ გიედრაიტსი), პაულიკასი, დუბიცკასი (62’ ვიტკუსი), ჰოტუზი, კლონიუნასი
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ზაზა მენთეშაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე, ლაშა სილაგავა
გაფრთხილება: 55’ მედელინსკასი, 90’ გიედრაიტისი.