სფფ: ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიას ზესტაფონში უმასპინძლებს, დასწრება უფასოა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილები 6 სექტემბერს, VI ჯგუფის ლიდერ ხორვიატიის თანატოლთა გუნდს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში IV ადგილი გარანტირებული აქვს და შესაბამისად, ვერც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.

U21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 8 6 1 1 20-5 19
2. შვედეთი 7 5 2 0 16-4 17
3. ესპანეთი 7 5 1 1 22-8 16
4. საქართველო 9 4 0 5 15-15 12
5. ესტონეთი 8 1 1 6 3-18 4
6. სან მარინო 9 0 1 8 1-27 1

მომდევნო მატჩები
5 სექტემბერი
შვედეთი-ესპანეთი

6 სექტემბერი
საქართველო-ხორვატია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული