U19. საქართველო-ლიტვა 3:0 - გამარჯვება მეორე ცდაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიტველი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა და მეტოქის კარის აღება აღარ გასჭირვებია. გიორგი ყიფიანის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა განაგრძო და 29-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად საღრიშვილმა შეასრულა.

მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა და უპირატესობას კვლავ "ჯვაროსნები" ფლობდნენ. საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე
დაფიქსირდა. ნიკა კვანტალიანმა მცველების შეცდომით ისარგებლა და ლიტველთა მეკარეს ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა.

დარჩენილ დროში ქართველებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

ამხანაგური მატჩი
U19. საქართველო-ლიტვა 3:0
გოლები: 1:0 საღრიშვილი (10), 2:0 საღრიშვილი (პენ, 29), 3:0 კვანტალიანი (69).
საქართველო:
ისიანი, ლოჩოშვილი (80’ ხუბაშვილი), ფიფია (60’ კობოური), ჩოგაძე (60’ კვანტალიანი), ჩაკვეტაძე (71’ ქოჩორაშვილი), ფოჩხუა (71’ ნინუა), მალი (71’ ტაბატაძე), კუცია (71’ ვარძელაშვილი), ყურშავიშვილი, საღრიშვილი (60’ გოგილაშვილი), ბუღრიძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა: შიაულისი (46’ ტუპლიკასი), ვორონკო (80’ გიედრაიტისი), სირვისი, იურგილასი (18’ დაულიკასი), მედელინსკასი, კუბილინსკასი (55’ კონიკასი), სტოჩკუნასი, ვიტკუსი (46’ დუბიცკასი), სუნელაიტისი (63’ სკარჟაუსკასი), კლონიუნასი, ანტანავიჩიუსი (46’ ჰოტუზი)
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, გიორგი ელიკაშვილი, დავით გაბისონია, ირაკლი კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 34’ ვორონკო, 37’ კლონიუნასი, 54’ ლოჩოშვილი, 62’ ჩაკვეტაძე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
უპირველესად გილოცავთ.მეორე,ეტყობა 35-ე საბურთალომ ჩაანაცვლა("საბურთალოს"ფეხბურთელები ყველაზე სუსტად გამოიყურებოდნენ)
r-7
07 სექტემბერი 2016 01:17
0
ყოფო ჯიგარი ხარ! წარმატებები ბიჭებო!!!გვჯერა, რომ შრომით და თავდადებით, თქვენი პატრიოტიზმით ბევრს გაგვახარებთ! წარმატებები თქვენ!!!
ჩვენ!
05 სექტემბერი 2016 23:06
0
ხოდა საქმე მაგაშია, რომ პირველ თამაშს რომ მეორე ჯობდა და აბსოლუტურად სხვა და კარგი თამაში აჩვენეს გაგიხარდეს რა ადამიანო! მწვრთნელმა ხომ უნდა გამოცადოს ყველა ფეხბურთელი, აბა როგორ გამოვა. კარგი რაა, ერთხელ მაინც დაწერე პოზიტივი, თუნდაც ამდენი კრიტიკის მერე წარმატება უსურვე რა1 ასე არ შეიძლება ძმაო, ამდენი ნეგატივი გვანგრევს საერთოდ ქვეყანას.აცალეთ რა ამ ხალხს, ამდენი ხნის დანგრეული და გაფუჭებული ორ-სამ თვეში როგორ ააშენონ. ძირიდან არის ასაშენებელი, ფეხბურთელების ახალი თაობაა სწორად აღსაზრდელი. იმედი მაქვს ერთხელ მაინც ვნხავ შენგან პოზიტივს:)
gogas
05 სექტემბერი 2016 22:36
0
აბსოლუტურად განსხვავებული თამაში აჩვენა ნაკრებმა, იმედია დაიდება სრული ანალიზი, რა იყო განსხვავება წინა და ამ თამაშს შორის. ფორუმის აქტივისტებს კი მიეცემათ მიუკერძოებელი მსჯელობის საშუალება







Namdvil Gulshematkivrebs
05 სექტემბერი 2016 16:09
0
ქომაგს სტადიონზე დავდივარ და იქ ვხედავ ამ საცოდაობას და გული მტკივა კიტვა რა გუნდი იყო რო ორივე თამაში ვერ მოგვეგო ვისაც პირველი თამაში მოეწონა ის ქართული ფეხბურთის მტერია პირველ თამაშში პენალი გაუგებარი იყო მეორე ბურთი რატო არ ჩაუთვალეს ისიც გაუგებარი იყო აი ამან გამარიზიანა
goga
05 სექტემბერი 2016 16:05
0
რას არ ვწერ ბიჭო გული მეტკინა პირველი თამაში რო ვნახე სენ მოგეწონა ის თამაში იყო ეს მოგება ნაღდად ჯიგრული იყო მარა ლიტვა რა გუნდია ასე უნდა მოეგოთ პირველიც და არავინ არაფერს დაწერდა ის წერს ვისაც გული შეტკივაკივა და უნდა სულ მოგებას უყუროს ეს ნაღდადდ მომეწენო წარმატებები ბიჭებო
goga
05 სექტემბერი 2016 15:56
0
ეს რა უბედურებაა, რას წერთ თქვენ თვითონ ფიქრობთ? საერთოდ ასეთები ხართ? ასე მგონია ტქვენ საკუთარი მეგობრების წარმატებაც არასდროს გაგიხარდებათ! მართლა ერთ თამაშზე მაინც ყოფილხართ? დარწმუნებული ვარ, აქ მთელი დღე სხედხართ და თქვენი საკუთარი საქმეც კი არ გაქვთ! უდიდესი წარმატებები ფეხბურთელებს და ყიფიანს! ყოჩაღ ბიჭებო!
აჰა თქვენ კომენტარიs da gogas
05 სექტემბერი 2016 15:42
0
აჰა თქვენ კომენტარი მსტადიონზე მისულხარ ოდესმე
qomagi
05 სექტემბერი 2016 15:14
0
სამაგიეროდ ოფიციალურ შეხვედრებში ისვრიან ქვეშ, გიდა დიდი და გინდა პატარა ნაკრებები!სამწუხაროდ ქვეშ ჩასვრა სისხლში აქვთ ე.წ ფეხბურთელებს ბავშვობიდანვე!
აჰა თქვენ კომენტარი
05 სექტემბერი 2016 13:54
0
qomagi-ს. თქვენი შეგონება ძალიან ძნელი შესასრულებელია გულშემატკივრების მხრიდან. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა რაიმე გაინტერესებს. სამწუხაროდ ქართველთა უმრავლესობას, ჩვენი "სასიქადულო" ფეხბურთელებისა და საფეხბურთო ჩინოვნიკების (როგორც ძველი, ისე ახალი) დამსახურებით, ფეხბურთი (ქართული), აღარ აინტერესებთ. მათ შორის ვარ მეც, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გამნელებია მის მიმართ სიყვარული, რასაც ეს კომენტარი მეტყველებს. ფედერაციის პრეზიდენტი რომ პარლამენტარობაზე "ჩალიჩობს", მას ფეხმურთისთვის სცალია ვითომ? რაზეა საერთოდ საუბარი!!!!
gaga
05 სექტემბერი 2016 13:19
0

სიახლეები პოპულარული