გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე მე-6 საკვალიფიკაციო ჯგუფის ლიდერი, ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებია, რომლისთვისაც დარჩენილ ორ მატჩში მოპოვებულ ყოველ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ხორვატებს 19 ქულა აქვთ, შვედებს - 18, ხოლო ესპანელებს - 17.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 6-გუნდიან ჯგუფში 12 ქულით მეოთხე ადგილი მყარად უკავია და ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი კარგა ხანია დაკარგული აქვს.
ზესტაფონში, საქართველოსა და ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა 19:30
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (დინამო, თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო, თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი), საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო, თბ);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 8 6 1 1 20-5 19
2. შვედეთი 8 5 3 0 17-5 18
3. ესპანეთი 8 5 2 1 23-9 17
4. საქართველო 9 4 0 5 15-15 12
5. ესტონეთი 8 1 1 6 3-18 4
6. სან მარინო 9 0 1 8 1-27 1.