საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი ხორვატებთან ფრით დაასრულა

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ მატჩში ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა

მე-2 წუთზე ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ხორვატებმა გაქვითეს.

50-ე წუთზე თავი ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა და გია გეგუჩაძის გუნდი კვლავ დააწინაურა, მაგრამ 61-ე წუთზე პერიცამ წონასწორობა აღადგინა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფი მე-4 ადგილზე დაასრულა 10 თამაშიდან 13 ქულა მოაგროვა. ხორვატია 9 თამაშიდან 20 ქულით ლიდერობს
მკითხველის კომენტარები / 3 /
და რატომ არ იყო რეპორტაჟი? ასე ვაპირებთ განვითარებას?
geronti
22:40 06-09-2016
0
უნდათ დაგვაჯერონ, რომ ისეთი ღარიბი ქვეყანა ვართ, ფეხბურთის რეპორტაჟსაც ვერ ვაყურებინებთ მოსახლეობას! ქვეყანა კი არის ღარიბი , მაგრამ ამათი ცოლები და შვილები ყველანი საზღვარგარეთ ისვენებენ, მააშ?!!!
grisha
23:52 06-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული