U21. საქართველო-ხორვატია 2:2 - ძალიან მწარე პერიცა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თავაწეულმა დაასრულა. ბოლო, ჩვენთვის მხოლოდ პრესტიჟის მატჩში ფრედ ვეთამაშეთ ჯგუფის ლიდერსა და ერთ-ერთ ფავორიტს - ხორვატიას. ამ შედეგით ჩვენს მეოთხე ადგილს არაფერი ეშველა, ნენად გრაჩანის გუნდი კი, ალბათ, ვეღარ შეინარჩუნებს სანუკვარ პირველ ადგილს.

გია გეგუჩაძეს ყოველთვის განსაკუთრებული თამაშები გამოსდის ზესტაფონში და ასე იყო ამჯერადაც. მატჩი ისეთი გამოდგა, დიდხანს რომ ვერ დავივიწყებთ. ვიხილეთ უამრავი საგოლე მომენტი და 4 გოლი.

ორჯერ ვიგებდით და გამარჯვება ვერ შევინარჩუნეთ, რაკი ორივე ჩამორჩენისას და ბოლოს, საყაიმო ანგარიშზეც, ზემოტივირებული ხორვატია
გააფთრებული მოგვაწვა. ბოლოს ბალკანელებმა რამდენიმე მომენტი გაფლანგეს. ძალიანაც კარგი - საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა იმხელა ენერგია ჩადო ამ შეხვედრაში, რომ წასაგებად ჩვენები ნაღდად არ გვემეტებოდნენ.

თურმე, ამ ახალგაზრდულ ნაკრებს შესძლებია ფეხბურთის თამაში. ერთ რამედ ღირდა ქართველთა "მაღალი პრესინგი", მხოლოდ ეპიზოდურად, მაგრამ მაინც.

მაგრამ, ჩემი აზრით, გეგუჩაძის გუნდის "აქილევსის ქუსლი" დაცვაა. რომ არა სწორედ დაცვაში დაშვებული მარტივი შეცდომები, დიდი ალბათობით, სულაც მოვიგებდით. რა თქმა უნდა, ყველაფერს მცველებს არ ვაბრალებთ, მაგრამ მათი შეცდომები თვალშისაცემი იყო.

მეკარე ლაზარე კუპატაძემ ორჯერ აშკარად იხსნა საქართველოს ნაკრები. ერთ შემთხვევაში ჩვენმა მცველმა უკან პასით ჩვენთვის ზაგრების "დინამოდან" კარგად ნაცნობი ანტე ჩორიჩი სულაც მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა.

არ უნდა გაგვეშვა მეორე გოლი - იმ დროს ხორვატთა თავდასხმის ლიდერს, იტალიური "უდინეზეს" ძირითადი შემადგენლობის წევრ სტიპე პერიცას საქართველოს ნაკრების ორი მცველი და მეკარე მეურვეობდა. პერიცამ კი მაინც მოასწრო შედეგიანი თავურის დარტყმა.

და მაინც, გუშინ ზესტაფონში პოზიტივი მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი. გეგუჩაძემ ტრადიციას არ უღალატა - მისმა გუნდმა გვიჩვენა ისეთი ფეხბურთი, ბევრ ადრენალინს რომ გვაკარგვინებს. ფეხბურთი, რომელსაც მაყურებელი სტადიონზე მიჰყავს.

ქართველთა ორივე გოლი განსაკუთრებით ლამაზი იყო. სულ თავიდან, მე-2 წუთზე, გიორგი ხარაიშვილის გამჭოლი პასი გიორგი პაპუნაშვილმა მიიღო და საქართველოს ნაკრები ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა.

მინი-შედევრი იყო საქართველოს ნაკრების მეორე გოლი: ჩვენი გუნდიდან ხარაიშვილთან ერთად საუკეთესომ, ნიკა კაჭარავამ, ოთარ კიტეიშვილის პასი მიიღო, მოათვინიერა ბურთი და ვარდნაში, ნახევარბრუნით, თავზე გადაუგდო ხორვატთა მეკარე ლივაკოვიჩს.

კაჭარავაზე ცალკე: დღეს, როცა ქართულ ფეხბურთში გამტანი ფორვარდის აშკარა დეფიციტია, ის საინტერესო ფეხბურთელად მოჩანს ეროვნული ნაკრებისთვის. მეტიც - ვგონებ, დღეს ის ერთადერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდია საქართველოში, პერიოდულად რომ მაინც გააქვს გოლები.

მაშ ასე, საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ვფიქრობთ, მეტიც შეიძლებოდა. ჯერ ერთი, ბოლომდე ვერ ამოვწურეთ ამ თაობის პოტენციალი; მეორეც - ძალიან ხშირად იცვლებოდა ძირითადი შემადგენლობა და მესამეც - მწვრთნელის ფაქტორი.

ეჭვგარეშეა: რიგი პრობლემების მიუხედავად, გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი დღეს ყველაზე დომინანტურ, სანახაობრივ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს საქართველოს ნაკრებებს შორის. იმედია, მომავალი თაობა შეძლებს და მომდევნო შესარჩევ ციკლში ჯგუფიდან გასვლით გაგვახარებს!

ევრო 2017. ახალგაზრდული ნაკრები. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
06.09.2016. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საქართველო-ხორვატია 2:2
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (2), 1:1 პერიცა (43), 2:1 კაჭარავა (50), 2:2 პერიცა (62)
საქართველო (4-1-4-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, ცნობილაძე, ტაბიძე (77. მარგველაშვილი), უბილავა (22. თევზაძე) - ცინცაძე - პაპუნაშვილი, გვილია (70. გოროზია), კიტეიშვილი, ხარაიშვილი - კაჭარავა.
სათადარიგოები: გოშაძე, ბერიძე, არაბული, ზივზივაძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ხორვატია (4-1-4-1): ლივაკოვიჩი - ბარტოლეკი, სალეტა-სარი, პერიჩი, მილიჩი - პავლიჩიჩი (63. ჩაპანი) - ტუდორი (58. ბრეკალო), ჩორიჩი (63. კროვინოვიჩი), როგი, ვლაშიჩი - პერიცა.
სათადარიგოები: ბოჩკაი, კოლარი, მარიჩი, პოსავაცი
მწვრთნელი: ნენად გრაჩანი
გაფრთხილება: ცნობილაძე (42), როგი (60), ცინცაძე (64), სალეტა-სარი (65), გოროზია (72)
არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 9 6 2 1 22-7 20
2. შვედეთი 8 5 3 0 17-5 18
3. ესპანეთი 8 5 2 1 23-9 17
4. საქართველო 10 4 1 5 17-17 13
5. ესტონეთი 8 1 1 6 3-18 4
6. სან მარინო 9 0 1 8 1-27 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
რა შეჭამეთ არაბიძეთი თავი და რას იშლით ორივე ნერვებს. თუ არ უნდა აქ თამაში, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მისი ცხოვრება მისი ასაწყობია. ხოლო თუ მწვრთნელი არ იძახებს, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. თავის ნამოქმედარზე, მოგებაზე თუ წაგებაზე თავად აგებს პასუხს და არა მგონია გეგუჩაძე ბოლომდე უაზრო იყოს და წარუმატებლობის გამო პოსტიდან მოაძრობინოს თავი. ეს ამ წლოვანების ბიჭებისთვის ბოლო თამაში ყო, ახლა კი არაიძის თაობის დრო ახლოვდება...
ოკრიბელი
07 სექტემბერი 2016 15:03
0
"სიმართლე"
კაცმა პასი მიიღო ზურგს უკან, მაგ მწვანე თვალებით გადაითვალე, სახით უკან ორი ნაბიჯის გადარბენით დაეუფლა ბურთს, ანუ არავითარი საგოლე გადაცემა აქ არ იყო და ამის შემდეგ "დატრუალებით" იწყებს იმას, რასაც ჰქვია საგოლე მდგომარეობის შექმნა, რასაც მოჰყვა, გერდ მიულერის მაკვარანცხ სტილში, ანუ "საჭირო მიმართულებით" ბურთის გადაგზავნით გოლის გატანა.
კარგი კომბინაცია იყო პირველი გოლი. ხორვატებს კი ორივე გოლი აჩუქეს, განსაკუთრებით მეორე.
ოკრიბელი
07 სექტემბერი 2016 14:53
0
პირველი,ის რომ,მე მერთლაც ვიცნობ გიორგი არაბიძეს,მაგრამ მხოლოდ როგორც ქართველ ფეხბურთელს. მეორე,მე არ გამიგია მსგავსი ჩორი,თუ სიმართლე მასზე. და თუ შენ გაგიგია,მაშინ ელემენტარულად დაფიქრდი,ლოგიკური აზროვნების უნარი ხომ არსებობს. არაბიძეს რომ უკრაინის სახელით თამაში უნდოდეს,რა ვერ ითამაშებდა აქამდე? თუ ამას კი უნდა,მარა ისინი არიან ვარზე,ა? ახალგაზრდული ნაკრები რა,მარტო ჩვენ გვკავს და უკრაინას არა? დონეცკს არ უნდა რო გაკიდოს არაბიძე მიტო,რომ იცის რო მისი სახით ბრილიანტი კავს ხელში,რომელიც ხვალ მილიონებს მოუტანს კლუბს. და ვერც ძირითად სასტავში სვამს მიტო,რომ ცინა ხაზში დონეცკს კავს ექვსი ბრაზილიელი,რომელთა საერთო სანტრასფერო გირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მე როგორც ვიცი,სხვა კლუბში იჯარის ცესით განათხოვრებაზეა ეხლა ლაპარაკი და ვნახოთ. გაკიდვით კი დარცმუნებული იკავით,არაბიძეს დონეცკი ჯერჯერობით არ გაკიდის მიტომ,რომ დონეცკის თავკაცები ამ ჩვენი ბოსებივით არ აზროვნებენ. რუსულ საიტს ვკითხულობდი რამდენიმე დგის ცინ,ინტერვიუ იკო ერთ ევროპელ საფეხბურთო აგენტთან,რომელიც ძირითადად პოსტ საბჩოთა ბაზრით არის დაინტერესებული და შეეკითხნენ თუ არიანო თქვენს არეალშიო განსაკუთრებული ტალანტის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელებიო და ამან კი,როგორ არო,ისე როგორც კველგან,ამ ბაზარზეც რიანო,განსაკუთრებით ერთს გამოვკოფდიო უკრაინის ჩემპიონატიდანო,მაგრამ სამცუხაროდ ჯერ არ იკიდებაო. არ უთქვამს სახელი და გვარი,მაგრამ არაბიძეზე თქვა,აბა სხვაზე ვიზე იტკოდა. ნუ,მოკლედ... ვნახოთ...
mesi
07 სექტემბერი 2016 14:35
0
ალბათ კარგად იცნობ არაბიძეს და იქნებ იცოდე რას ფიქრობენ არაბიძეები იმ ჭორ-მართალზე რომ უკრაინის ნაკრებში თამაში სურსო???
mesi--s
07 სექტემბერი 2016 13:41
0
ბიიიიჭოოოოო! რა ვერ გავიგე იცით?! კაპიკათ არ ვარგა პირველი ნაკრები. ვერანაირი კომბინაციები,ვერანაირი ფინტები,ვერანაირი ფიზიკური მომზადება. ვერანაირი აზროვნება!!! 2 ით 0 ის შემდეგ ავსტრია კი არა შეიძლება იტალიას დაეხია უკან და მომენტი შეგქმნოდა.ეს ისე. ხოდა ადექით და ვათამაშოთ ეს ახალგაზრდული ნაკრები ...!! ტექნიკაც არის , აზროვნებაც, მწვრთნელიც და სიმაღლეც. რა უუბედურებაა, ბოლოსდაბოლოს?!!! ეს კაჭარავა მაინცდამაინც 300 წლის უნდა გახდეს,რომ ნაკრაბში მიიწვიონ?! რა ,გვყავს მაგაზე კლასნი და ტარანი-გამტანი ფორვარდი?! რა უმეცრებაა ვერ გავიგე რა! ან ეს არაბიძე რა გახდა. რა ახალგაზრდული ნაკრები, პირდაპირ ეროვნულში მიიწვიეთ,რომ იქნებ ბურთის ტარებაში მაინც ცოტა წინ წავიწიოთ? ვერ ხედავთ რომ, ეროვნულს ელემენტარული კომბინაცია უჭირს?! ტაიმნახევარი რომ ჩმორდები, ბოლო 15 წუთი არაფერს ნიშნავს და დაანებეთ სულ იმის ტიტყინს რომ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ. წავაგეთ კი არა გავასხით!!! მერამდენეთ უკვე! წადი რა კობიაშვილი გერმანიაში ,წადი ბიძიკო წადი!!! ამდენი ფული მქონდეს და ამ უსახურპბაში ჩავყოფ ფეხს უადგილოდ?
MARADONA
07 სექტემბერი 2016 13:30
0
*ოკრიბელი*
კაჭარავას არაფერს არ ვერჩი,უბრალოდ ყოველ შეგდებულ გოლზე ქართველი ჟურნალისტები ხან საოცრებად მონათლავენ და ხან შედევრად... ხოლო "კაჭარავამ არაფრისგან შექმნა საგოლე მომენტი და შეაგდო კიდეც"ვერ დაგეთანხმები. არაფრისგან რატომ, მშვენიერი გააზრებული კომბინაცია და ზუსტი პასი მიიღო საჯარიმოში,მთლად სუფთად ვერ შეასრულა ცოტა გაუმართლა და თავზე კი არ გადაუგდო ცაქცეულმა როგორც შეძლო ისე დაარტყა და შეაგდო მაგრამ "შედევრს" ვერ ვიტყვით ამ გოლზე!
simartle
07 სექტემბერი 2016 13:30
0
ჩამოდი აგერ დონეცკში და მე გაკურებიებ არაბიძის თამაშს. მანდ ვერ ნახავთ ვერც შენ და ვერც სხვები მიტო,რომ უბრალოდ არ ათამაშებენ მანდაური ფეხბურთის ბოსები. არაპატრიოტები შენთან მოიკითხე,ოჯახში.
mesi
07 სექტემბერი 2016 13:22
0
მიღებულ ორ გოლში, დაცვის მარცხენა მხარე ცოდავდა. მეორე გოლში კი მეკარემაც ვერ ლავეს. simartle - რას ერჩი კაჭარავას, არაფრისგან თავისთვის შექმნა საგოლე მომენტი და შეაგდო კიდევაც. ეტყობა არ გაქვს გერდ მიულერის გოლები ნანახი.
ოკრიბელი
07 სექტემბერი 2016 12:33
0
კაჭარავას გოლი შედევრი იყოვოო?))) შედევრი არა ოხრახუში... ვარდნაში როგორც შეძლო ისე დაარტყა და არა "თავზე გადაუგდო მეკარეს" გაუმართლა გაიტანა და ძალიან კარგია მაგრამ ეს გაფორმებები რა საჭიროა?!
simartle
07 სექტემბერი 2016 12:08
0
როდის და სად ნახეთ არაბიძის მთლიანი და კარგი თამაში? ერთი ჩვულებრივი გაბრექილი და გაზულუქებული ბიჭია . ნაკრებში პატრიოტები თამაშობენ და არა ბრექები
არაბიძის ფანებს
07 სექტემბერი 2016 11:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული