საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში საფრანგეთთან ამხანაგური მატჩის წინ ცვლილებაა

AutoSharing Option
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში ჩავიდა და 4 ოქტომბერს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი 6 ოქტომბერს ფრანგებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა ლე ავრის "სტად ოუშენზე" შედგება.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ცვლილებაა - გუნდს ბოლო წამს გამოაკლდა მარტვილის "მერანის" ფლანგელი აკაკი შულაია, ვის ნაცვლადაც მწვრთნელმა ქობულეთის "შუქურადან" რომან ჩაჩუა გამოიძახა.

ნაკრებთან ერთად ემზადება ფრანგული "ოსერის" ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჯობავაც, რომელიც გუნდს საფრანგეთში შეუერთდა.

ეს იქნება პირველი მატჩი ევროშესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, რომლითაც გია
გეგუჩაძის გუნდი ოფიციალურად იწყებს ახალი შესარჩევისთვის მზადებას და შესაბამისად, ნაკრებში უკვე აღარ არიან 1994-95 წლებში დაბადებული ფეხბურთელები.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო).

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ).

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), გიორგი ჯობავა (ოსერი, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: გიორგი ზარია (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზეპირად ლაპარაკს, ერთი ჩამოთვალე აბა, ვინები იჩაგრებიან ასე ძალიან?
თუ მთავარია უბრალოდ ცუდი თქვა და მორჩა? მიდი აბა დააკონკრეტე, იქნებ ჩვენც გამოვიხედოთ თვალებში
gio-ს
05 ოქტომბერი 2016 16:43
0
aket geguchadze ra genagvlebat, mag Kazis dadebuli shedegi vis unaxia? da ratomaa kargi mtvrtneli ver vxvdebi.gaavso u21 saburtalos da dinamos fexburtelebit,kiteishvilistvis da kharaishvilistvis ki unda daezaxa, magram sxva romelia fexburteli? arada imdeni nichieri fexburtelia mag asakshi
gio
05 ოქტომბერი 2016 15:02
0
ჯობავა ცალიან კარგი ფეხბურტელია,ოსერის ახალგაზრდულსი სულ ტამასობს.ტანაც ცალიან ცლიერი სპეციალისტი ყავს ამ ნაკრებს და ისე არ გამოიცახებდა,
gega
05 ოქტომბერი 2016 13:27
0
ნიკოს ვეთანხმები, ყველაზე კარგი ქართველო მწვრთნელია, რომელმაც ახალგაზრდებთან მUშაობა საკამოდ კარგად იცის. არაფერი დაშავდება დინამოშიც და ნაკრებშიც რომ იყოს.
dato
05 ოქტომბერი 2016 13:04
0
ჩემი აზრით დინამო ამის ხელში უმატებდა ზამთარში დინამო რასაც თამაშობდა დღევანდელთან ცა და დედამიწაა, მემგონი დინამოშიც რომ იყოს და ნაკრებშიც არაფერი დაშავდება, კობიაშვილი თუ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტად და თან პარლამენტში ეს რომ კლუბშიც იყოს და ნაკრებში რა მოხდება, აბა იმ პროვინციელი სლოვაკის ხელში საოცარი რეგრესი იყო
ნიკო
05 ოქტომბერი 2016 12:26
0
გია მართლა მაგარია. სომხური სისხლი მაინც თავისას შვრება.
საქო
05 ოქტომბერი 2016 12:26
0
არა სასწაულია რა გააკეთა ჯობავამ რო გაიმოძახეს ვინარი ვინებს იძახებთ ხალხო არა ეხლა ნამდვილად დავრწმუნიდი რო ნაკრებში მოხვედრა კიდე ზემოთ წყდება
gia
05 ოქტომბერი 2016 12:14
0
გეგუჩაძის კალიბრის მწვრთნელები ციდან არ ცვივა. საჭირო არის 2-წლიანი აკადემიური პროგრამის შექმნა უმაღლესებში, მეცნიერული და კვლევითი დეპარტამენტების საფუძველზე, რომლებიც განათლებას მისცემენ მწვრთნელებს. საჭირო არის მეცნიერული და მკვლევალური მიდგომა ფეხბურთისადმი და მწვრთნელის პროფესიისადმი. ფეოლას ეპოქა დასრულდა. პირში სიგარეტგაჩხერილი და პახმელიანი მწვრთნელების დრო წავიდა. დღეს იმ ქვეყნის ფეხბურთი იმარჯვებს, სადაც ინვესტიცია მწვრთნელთა განათლებაში იდება.
ლუკა
05 ოქტომბერი 2016 12:06
0
სამი ოტხი მწვრტნელი რომ გვყავდეს გეგუცაცეს მსგავსი ქარტული ფეხბურტი ბევრად წინ იქნებოდა,,წარმატებები მუდამ მას,,უზომოდ პატივისცემელი ვარ პროფესიონალების,,კიდევ ბევრჯერ წარმატებებიიი
jiji
05 ოქტომბერი 2016 11:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული