საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში საფრანგეთთან ამხანაგური მატჩის წინ ცვლილებაა

AutoSharing Option
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში ჩავიდა და 4 ოქტომბერს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი 6 ოქტომბერს ფრანგებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა ლე ავრის "სტად ოუშენზე" შედგება.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ცვლილებაა - გუნდს ბოლო წამს გამოაკლდა მარტვილის "მერანის" ფლანგელი აკაკი შულაია, ვის ნაცვლადაც მწვრთნელმა ქობულეთის "შუქურადან" რომან ჩაჩუა გამოიძახა.

ნაკრებთან ერთად ემზადება ფრანგული "ოსერის" ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჯობავაც, რომელიც გუნდს საფრანგეთში შეუერთდა.

ეს იქნება პირველი მატჩი ევროშესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, რომლითაც გია
გეგუჩაძის გუნდი ოფიციალურად იწყებს ახალი შესარჩევისთვის მზადებას და შესაბამისად, ნაკრებში უკვე აღარ არიან 1994-95 წლებში დაბადებული ფეხბურთელები.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო).

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ).

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), გიორგი ჯობავა (ოსერი, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: გიორგი ზარია (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნიკოს ვეთანხმები, ყველაზე კარგი ქართველო მწვრთნელია, რომელმაც ახალგაზრდებთან მUშაობა საკამოდ კარგად იცის. არაფერი დაშავდება დინამოშიც და ნაკრებშიც რომ იყოს.
dato
13:04 05-10-2016
0
ჯობავა ცალიან კარგი ფეხბურტელია,ოსერის ახალგაზრდულსი სულ ტამასობს.ტანაც ცალიან ცლიერი სპეციალისტი ყავს ამ ნაკრებს და ისე არ გამოიცახებდა,
gega
13:27 05-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული