U21. საფრანგეთი VS საქართველო - გია გეგუჩაძე სამზადისს იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთის თანატოლთა გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა ქალაქ ჰავრში, თბილისის დროით 20:45 სთ-ზე დაიწყება. Sportall.ge შეეცდება, გულშემატკივარს თამაშის ნახვის საშუალება ლაივ-სთრიმით მისცეს.

გია გეგუჩაძის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში "სტად ოუშენზე" გაიმართა. სწორედ ამ არენაზეა დაგეგმილი შეხვედრაც.

მანამდე მოედანზე ფრანგებმა ივარჯიშეს. მათ ევროშესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი უწევთ 11 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან და შემადგენლობაც უძლიერესი ჰყავთ შეკრებილი.

გეგუჩაძემ კი ჰავრში მომავალი შესარჩევი ციკლისთვის გათვლილი ასაკის ფეხბურთელები შეკრიბა. შესაბამისად, განსხვავებით მოწინააღმდეგისგან, ჩვენს გუნდში აღარ არიან მიწვეულნი 1994-95
წლებში დაბადებულები, რომელთაგან სამი - ნიკა კაჭარავა, ვალერიან გვილია და გიორგი პაპუნაშვილი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდნენ.

სწორედ ფრანგებთან ამხანაგური მატჩით იწყებს ოფიციალურ სამზადისს ახალი შესარჩევი ციკლისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო).

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ).

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), გიორგი ჯობავა (ოსერი, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: გიორგი ზარია (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
სად ვნახოთ
kaxa
17:11 06-10-2016
0
სასწრაფოდ გვაცნობეთ,სად ვუყუროთ ამ თამაშს.რომელიღაც უცხოური ტელევიზია ხომ აჩვენებს, გვითხარით, თუ თქვენ ვერ აბამთ თავს თავად მოვნახავთ ინტერნეტში.ეხ საქართველო, საქართველო...
vaxvax
15:37 06-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული