გია გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე 22 ფეხბურთელს უხმო

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია გეგუჩაძე სანაკრებო პაუზას გამოიყენებს და 7 ნოემბრიდან 21 წლამდე კანდიდატებს ერთკვირიან შეკრებას მოუწყობს.

ვარჯიშთან ერთად ამ შვიდ დღეში ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს - 10 ნოემბერს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" თბილისის "საბურთალოს" გაეჯიბრება, 14 ნოემბერს კი ქუთაისში საქართველოს თასის ფინალისტ "ტორპედოს" ესტუმრება.

გია გეგუჩაძემ შეკრებაზე 22 ფეხბურთელს უხმო, რომელთაგან ოთხი ლეგიონერია:

მეკარეები:
ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო);

მცველები:
გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ჯემალ ტაბიძე
(გენტი, ბელგია), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბერიკა ბარბაქაძე (იმერეთი), ნიკა ქორიძე (ფოლგორე, იტალია);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ლუკა იმნაძე (გურია).

მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
რაუბედურებაა კიმარა ეს საბურტალოაა ეს ნაკერებიი ტუ ნაცობობიტაა საბურტალო კველა ტამაჰს აგებს გაკიდვა ტუ უნდატ ამ ბიჰების სხვანაირად გაკიდონ აკ ნაკრებიაა გავიცკდებატ მგონი სამარცხვინოებიი ხარტ რა
beso
13:14 04-11-2016
0
ბუდუ ზივზივაძეს აღარ იზახებენ რაღაც ეს ბოლო დროა,გახდა უკვე 23წლის ნეტა?
vasikobasiladze
13:27 04-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული