გიორგი ყიფიანი: ეს მატჩები დაგვანახებს, თუ რა ეტაპზე ვართ [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს, ესპანეთის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ 9-14 ნოემბერს თბილისსა და გორში 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია იქნებიან.
იხილეთ ფოტოგალერეა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში ოთხთა ტურნირის წინ
Sportall.Ge

გიორგი ყიფიანი
(საქართველო):
"ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ესაა მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის. მსგავსი ტურნირი ძალიან საინტერესოა თავად ქვეყნისთვისაც. ასეთი მაღალი დონის გუნდები ჩ
ამოვიდნენ და ეს ნაყოფიერად გამოადგება ჩვენს ნაკრებს. ამ გუნდებთან მატჩებში კარგად დავინახავთ, თუ რა ეტაპზე ვართ და რომელ ასპექტში გვაქვს მოსამატებელი.

ჩვენთვის შეკრება არასასიამოვნოდ დაიწყო - ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა - ძირითადად, მცველები, მაგრამ ამ პოზიციაზე ნახევარმცველებს გამოვიყენებთ. დანარჩენების ამჟამინდელი მდგომარეობით, განწყობითა და სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ".

ჟან-კლოდ გიუნტინი
(საფრანგეთი):
"ვფიქრობ, ეს ტურნირი ძალიან წაგვადგება. გადავწყვიტეთ, ამ ტურნირზე ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვითამაშოთ, რათა ძლიერ გუნდებთან თამაშით მათ ახალი გამოცდილება შეიძინონ. ვიცით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის მხრივ კარგი პირობებია.

20 მოთამაშით ჩამოვედით აქ. ძირითადად, ახალგაზრდა და დინამიკური შემადგენლობა შევკრიბეთ. ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში კარგად თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზეც აქვთ მიღებული გამოცდილება. ტრავმებს უნდა ვერიდოთ. ტურნირის ფორმატი ძალიან კარგია.

ლუკა ზიდანი აქ არის, საქართველოში. ჩვენთვის ის რიგითი ფეხბურთელია. ნაკრებში ასეთი მიდგომაა და როგორც ჩვეულებრივ ფეხბურთელს, ისე ვუყურებთ მას".

ლუის დე ლა ფუენტე კასტილიო
(ესპანეთი):
"ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ საქართველოში ჩამოსვლა. აქ შარშანაც ვიყავით, ვითამაშეთ და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ვიმარჯვეთ. აქაურობა კარგად გვაქვს დაცდილი და იმედია, ახლაც ასე იქნება.

ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელიტრაუნდისთვის ვემზადებით. ახალი გუნდი გვყავს, სხვა თაობა მოვიდა. ყველა ფეხბურთელი, ვინც ნაკრებშია, თავის გუნდში კარგად თამაშობს და მომზადების კუთხით ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

5-6 ფეხბურთელია, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მართალია, ამ ეტაპზე ისეთი ფეხბურთელები არ გვყავს, რომ ბრწყინავდნენ, მაგრამ გვყავს კარლეს ალენა ("ბარსელონა"), იბრაჰიმ დია ("მანცესტერ სიტი"), მანოლო გარსია ("ალავესი"), რომლებიც დიდი ალბათობით, მომავალში ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავებად იქცევიან".

მაარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდია):
"მადლობა მინდა გადავუხადო სფფ-ს იმისთვის, რომ მოგვიწვია ამ ტურნირზე. ოქტომბერში საკვალიფიკაციო ციკლს ვიწყებთ, ჯგუფში ძლიერი გუნდები გვყავს, მაგრამ გვიხარია, რომ ამ ტურნირზე გვეძლევა შანსი, ელიტარული დონის გუნდებს გავეჯიბროთ.

ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოვიძახე, საიდანაც 3 მეკარეა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გუნდით, რომელიც აქ ჩამოვიყვანე, რადგან ყველა ფეხბურთელის გამოძახება მოვახერხე, ვინც მსურდა. განწყობა მშვენიერია და პირველ გამოწვევებს ველოდებით.

ჯასტინ კლიუვერტი გამორჩეული ფეხბურთელია. ის ჯერ 17 წლისაა და ჩვენთან ერთად პირველადაა. ვარჯიშებზე ეტყობა, რომ პატრიკ კლიუვერტის შვილია, რადგან მოძრაობითა და თამაშით მამამისს გვაგონებს".
მკითხველის კომენტარები / 4 /
მტერს გადაეკიდეტ თქვენ შეკრულები არიან გუნდის და ნაკრების მწვრთნელები მაგატ ხელში არარის ფეხბურთელი,უნდათ სულ არ გამოაჩენენ და ყველამ ზალიან კარგად იცის ამ ასაკის საყრდენი ბიჭები მაგრამ აზრი?
andguladze
12:38 10-11-2016
0
მარტლა მარტო მამიკოს კობიაშვილის ჭუმბურიძის მუჯირის ფიფიას და ძმანი მისნი აი ამ ხალხმა შეკრიბა ეს ნაკრები ლოკომოტივს ძლივს შეახედეს სტადიონზე აი აქაც პოლიტიკა ხალხო დავაი ფედერაცია რაც ტქვენ მოხვედით ნაკრებებეის საქმე უკან წავიდა მოაშორეთ ყიფიანი სად იპოვეთ ტო არ გცხვენიათ რა უსუსურები ჩანდა ჩვენი ნაკრები გულები კინაღამ გადმოუვარდათ ნაქებ დინამოელებს ყველა უკან ჭასულა საცოდაობა იყო არ გაგვიმეტეს თორე უარეს დრეში ჩაგვაგდებდნნ
guja
18:56 09-11-2016
0

სიახლეები პოპულარული