U19. საქართველოს ნაკრების მზადება ესპანელ თანატოლებთან მატჩის წინ [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 8 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა.

- გიორგი ყიფიანი: ეს მატჩები დაგვანახებს, თუ რა ეტაპზე ვართ [PHOTO]

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში 9-14 ნოემბერს თბილისსა და გორში გასამართ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის გარდა, ტურნირში ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დღესვე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ტურნირის ოფიციალური 21-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი
(საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ)

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ)

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დინამო თბ), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო).

"ჯვაროსნები" ტურნირის პირველ შეხვედრას 9 ნოემბერს ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, 15:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს მასზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული