გია გეგუჩაძემ შეკრების მეორე ეტაპზე მცირე ცვლილებები მოახდინა: მეკარე ბექა ქურდაძის და ნახევარმცველ ლუკა ზარანდიას ნაცვლად ორ ახალ ფეხბურთელს უხმო.
21-წლამდელებს უკვე შეუერთდნენ ხობის "კოლხეთის" საყრდენი გიგა წურწუმია და "ვიტ ჯორჯიას" შემტევი პაატა ღუდუშაური.
რაც შეეხება იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელ რომან ჭანტურიას, ის ტრავმის გამო დააკლდება ნაკრებს.
მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიგა წურწუმია (კოლხეთი ხ), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბერიკა ბარბაქაძე (იმერეთი), ნიკა ქორიძე (ფოლგორე, იტალია);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლუკა იმნაძე (გურია).
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით