
27 წლის გარემარბმა პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერას ისრაელის "ბნეი-სახნინში" გააგრძელებს.
ქალაქ სახნინის კლუბმა ღუდუშაურს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
ის ადრე "ვიტ ჯორჯიაში" და "დილაში" თამაშობდა, ბოლო ორი სეზონი კი ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა.