U17. საქართველოს ნაკრების მეტოქეები "განვითარების თასზე" ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, ჭაბუკთა ტრადიციულ ტურნირში, "განვითარების თასზე" ითამაშებს. ეს ტურნირი მომავალი წლის დასაწყისში, 15-22 იანვარს გაიმართება და მასში მონაწილეობას 17-წლამდელთა 12 ნაკრები მიიღებს.

შედგა ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს ლიტვის, უკრაინისა და ისრაელის გუნდებთან ერთად.

ქართველი ჭაბუკები 16 იანვარს ისრაელს ეთამაშებიან, 17-ში - ლიტვას, ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს კი უკრიანელ თანატოლებთან 19 იანვარს გამართავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გირსეულები ცაიყვანეტ ხალხო და არა ფულიანები.და სჰედეგი გვექნება უეჰველი.
bajo
12:16 15-12-2016
0
ქუტატელაზე, და დინამოდან უგრეხელიზე მაგარი ბავსჰვია მაგრამ მცვრტნელები არ ცაყალობან.
bajo
12:17 15-12-2016
0

სიახლეები პოპულარული