გიორგი ნემსაძე: ამ ბიჭებმა მიაღწიონ, რასაც ჩვენ ვერ შევწვდით...

AutoSharing Option
უკვე იცით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებს გაწვრთნის. ის დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. დებიუტიც მალე ექნება - მისი ხელმძღვანელობით, ქართველმა ჭაბუკებმა მინსკში, "განვითარების თასის" ტურნირში უნდა ითამაშონ და საამისოდ, უკვე ემზადებიან კიდეც.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნემსაძემ "ლელოსთან" სასაუბროდ დრო მაინც გამონახა...

საკუთარი თავის მტერი არ ვარ!
- თავდაპირველად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. მოგეხსენებათ, აქამდე ფედერაციის აკადემიის გუნდს ვწვრთნიდი. ამის გათვალისწინებით, 2001 წელს და შემდეგ დაბადებული კონტინგენტი ნაცნობია ჩემთვის. კი, ზოგჯერ
იყო აცდენა ერთი წლით, მაგრამ ამას მუშაობით გამოვასწორებთ...

რეგიონებში არავინ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. დღეს ასეთი რეალობაა: "დინამოს", "საბურთალოსა" და სხვა წამყვანი ქართული გუნდების სკაუტები ყურადღებით აკვირდებიან რეგიონებში წამოსულ ტალანტებს და მოჰყავთ თბილისში. მე ხელთ მექნება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის კალენდარი და დაიწყება თუ არა ეს შეჯიბრება, აუცილებლად ჩავალ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, რათა არაფერი გამოგვეპაროს.

საკუთარი თავის მტერი უნდა ვიყო, კარგი ფეხბურთელი, ნიჭიერი მოთამაშე არ გამოვიძახო ნაკრებში. შედეგზე პასუხისმგებელი ყოველთვის მთავარი მწვრთნელია და, ბუნებრივია, ამ შედეგის მისაღწევად საუკეთესო კადრები იქნება საჭირო. ამ ნაკრებშიც არიან ფეხბურთელები რეგიონებიდან - ქუთაისიდან, ქობულეთიდან...

მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.

ლეგიონერები
- იცით, რომ "განვითარების თასისთვის" ვემზადებით, რომელიც მინსკში გაიმართება. გვყავს ლეგიონერები - ქუთათელაძე "პარი სენ-ჟერმენიდან", გელაშვილი პრაღის "სპარტიდან", ლორთქიფანიძე "ატალანტადან", უგრეხელიძე "ესენიდან"...

ძიების პროცესი კიდევ გრძელდება. ჩვენთვის საინტერესო ლეგიონერები თამაშობენ გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში...

თუნდაც, მათ არ ჰქონდეთ ქართული პასპორტი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ღირსება დაიცვან. ამ დიდ ქართულ საქმეში თქვენი, ჟურნალისტების მხარდაჭერის დიდი იმედიც მაქვს. ვეცდები, ყველას შესაძლებლობები ვნახო. რაც მთავარია, თვითონ უნდა სურდეს ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში თამაში.

ჩვენი მიზანი
- ჩვენი მთავარი მიზანია ჯერ წარმატებით ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში და მერე - ელიტრაუნდში.

პირველი შესარჩევი ციკლი ოქტომბერშია, თბილისში. ჩვენი მოწინააღმდეგეები იქნებიან იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის 17-წლამდელთა ნაკრებები. თბილისური ტურნირია და საშინაო კედლების ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნება, ასე რომ, გულშემატკივრის დიდი იმედი გვაქვს.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც საშინაო მატჩებისას ცოტა ზედმეტად ნერვიულობენ და - პირიქით. ჩემი გუნდის ფეხბურთელების საფეხბურთო მონაცემებზე უკვე მაქვს სრულფასოვანი წარმოდგენა, ხასიათის ამ თვისებაზე კი ცოტა მოგვიანებით მეცოდინება უფრო მეტი.

ჩემი აზრით, ეს არის თაობა, რომელსაც შეუძლია, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს. წინ დიდი სამუშაოა და ჩვენ მზად ვართ ამ დიდი გამოწვევისთვის.

მოსამზადებელი გეგმა
- რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. როგორც გითხარით, კარს მოგვადგა მინსკის ტურნირი. ვიცი, რომ მარტში ან აპრილში ბელარუსში კიდევ ერთი წარმომადგენლობითი შეჯიბრება გაიმართება. მერე უკრაინაში იქნება საერთაშორისო ტურნირი...

ბიჭები და პასუხისმგებლობა
- ვინც მიცნობს, ისიც იცის, რომ ქადილი არ მიყვარს და არც ზედმეტი სიამაყე მახასიათებს. ერთს კი ვიტყვი: მე ვიცი, რას ნიშნავს, გეცვას საქართველოს ნაკრების მაისურა. მინდა, რომ ფეხბურთელებს ბოლომდე ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს დიდი პასუხისმგებლობა და რასაც ვუყურებ, ეს სწორედ ასეა.

არიან ფეხბურთელები, რომელთაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ. ისინიც და სხვებიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნაკრების მაისურის ტარებას და ეს ძალიან მახარებს. უკვე რამდენიმე დღეა, ბიჭებთან ერთად ვარ შეკრებაზე და ოდნავადაც კი არ შემიმჩნევია სხვანაირი დამოკიდებულება ჩემი ფეხბურთელებისთვის.

ნემსაძის ფეხბურთი
- ტაქტიკურ ნიუანსებზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ძალიან ღრმა თემაა...

პირველივე თეორიულ მეცადინეობაზე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ჩემთვის მთავარია სათამაშო დისციპლინის განუხრელად დაცვა. დღეს ფეხბურთი სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ამასთან ერთად, მე არანაირად არ შევზღუდავ ფეხბურთელებს მათი ინდივიდუალიზმის გამოვლინებისას. უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს მინდორზე.

საქართველოს ნაკრების ისტორიასაც რომ გადავხედოთ, ყველაზე კარგი შედეგი ჩვენ მაშინ გვქონდა, როცა ინდივიდუალიზმი და გუნდური თამაში ეხამებოდა ერთმანეთს. ჩვენ სამხრეთელები ვართ, ინდივიდუალიზმი სისხლში გვაქვს გამჯდარი, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა და ჩვენი ეს ძალიან კარგი თვისება სინთეზში უნდა იყოს გუნდურ თამაშთან.

ეს უკვე ვუთხარი ფეხბურთელებს. უნდა ვნახოთ სწორი ბალანსი და ამის მიხედვით ვითამაშოთ...

ყველამ რაღაც მომცა...
- ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ვითამაშე და ბევრ მწვრთნელთან ვიმუშავე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითოეულმა მათგანმა ჩემში თავისი კვალი დატოვა, რაღაც მომცა... მაგალითად, იტალიაში, შვეიცარიასა და შოტლანდიაში ვისწავლე საფეხბურთო დისციპლინა.

ასე გამორჩევით ვერ ვიტყვით რომელიმე კონკრეტულ მწვრთნელზე... ერთი კია - ყველას თავისი სათამაშო ხედვა ჰქონდა, ყველას თავისებურად ესმოდა ფეხბურთი. ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი იმას, რაც შეიძლება მომავალში გამომდგომოდა.

ჩემი კარიერის ბოლო წლებში მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მწვრთნელობა. ამიტომ უკვე განსაკუთრებულად, სხვა თვალით ვაკვირდებოდი ყველაფერს. მერე სამწვრთნელო კუთხით მქონდა პაუზა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ისევ დავუბრუნდი საყვარელ საქმეს. ეს არის ჩემთვის დიდი გამოწვევა და საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

საქართველოს ნაკრები
- საქართველოს ნაკრები, რომელი ასაკისაც უნდა იყოს, განსაკუთრებული გუნდია, განსაკუთრებული ფენომენია. მე უბედნიერესი კაცი ვარ, წლების განმავლობაში რომ მეცვა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურა. ეს არის გუნდი, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს. ამ გუნდის უკან დგანან ქართველები, ჩვენი მეგობრები, ნათესავები, გულშემატკივრები...

ძალიან მინდა, ამ ბიჭებმა მიაღწიონ საქართველოს ნაკრებთან ერთად იმას, რის მიღწევაც ჩვენ ვერ შევძელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც მოგწონთ 17 ნაკრებიდა იცავთ მათ მწვრთნელსაც, ისე გაემართლებინოთ თქვენთვის ვისიც იმედი გაქვთ მაგათ, როგორ უნდა დაიცვა ასეთი სირცხვილის და თავის მომჩრელი ბავშვები...
gio
18 იანვარი 2017 14:32
0
ვინმე -გელა-2-ს ! საინტერესოა,იცნობ ნემსაძეს? დარწმუნებული ვარ ცოცხლადაც არ გყავს ნანახი,რა უფლებით ლანძღავ და აკნინებ მის კაცობას,შეგიძლია ეს პირში უთხრა მას პირადად?არა მგონია ამის ერთი ადგილი გქონდეს,მის დანახვაზე შარვალი(თუ კი გაცვია,რაშიც ეჭვი მეპარება) გავსებული გექნებოდა.იმის მაგივრად მიულოცო, წარმატებები უსურვო, დამდგარხარ და წიწკვინებ,კაცუნავ
vaxvax
09 იანვარი 2017 11:00
0
მე არც ნემსაძის ახლობელი ვარ და არც სხვა რომელიმე მწრთნელის.მე გახლავართ გულშემატკივარი. უბრალოდ მუდმივად ვკითხყლობ ,რომ ასაკობრივ ნაკრებებში არ იძახებენ ისეთ მოთამაშეებს,რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ნაკრებში თამაშს. მივმართავ ყველა იმ ადამიანს ვინც აღნიშნავს ასეთ მიკერძოებულ ქმედებებს მწვრთნელების მხრიდან, დაასახელედ კონკრეტული სახელი გვარი იმ ფეხბურთელების , რომლებიც თქვენ მიგაჩნიად რომ უსამართლოდ არიან ნაკრებს მიღმა. ეს არის ერთადერთი გზა სიმართლის დასადგენად.წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ შეიყვანთ ადამიანებს შეცდომაში უაზრო და ზოგადი საუბრებით. დღეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება ერთიანობა , ადეკვატური კრიტიკა და სამართლიანობა.
სიმართლე
09 იანვარი 2017 09:34
0
ჯერ არ დაუცკია ადამიანს საკმის კეტება,დააცადეტ...პირიკიტ ცარმატებები უსურვოტ გიორგის და კველას ვინც მასტან ერტად მუსჰაობს.დარცმუნებული ვარ. ეს გუნდი სჰედეგს დადებს.დაველოდოტ,და უგულსჰემატკივროტ ერტად. 24-30 ოკტომბერს ტბილისსჰი,ევროპის სჰესარცჰევზე.
zura
09 იანვარი 2017 01:25
0
ამ კაცის მწვრთნელობა კი არა მარტო, კაცობაც(ადამიანობა) ეჭვქვეშაა დაყენებული დიდი ხანია, ვისაც შეხება ჰქონია მასთან დამეთანხმება. ბურთის დარტყმასა და მწვრთნელობას შორის დიდი სხვაობაა ბაბა!!!
GELA 2
08 იანვარი 2017 20:59
0
Giorgi nemsadze iko kvelaze gawonasworebuli da mebrzoli kapitani dzveli taobis nakrebidan da imedia momaval taobas tavis gamocdilebas gauziarebs. Gio warmatebebs gisurveb.
Kaxa qartveli.
08 იანვარი 2017 20:52
0
გიორგი ნემსაძე იყო უნიჭიერესი ფეხბურთელი . ჰქონდა უბადლო ნიჭი მოედნის ხედვისა . ისევე როგორც ფაჩულიაა კალათბურთში, ასე იყო ნემსაძე ფეხბურთში. კაპიტნობას უწევდა ეროვნულ ნაკრებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !!! მე ასევე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა , რომ მისი სამწვრთნელო კარიერა წაარმატებული იქნება . ის რაც ფეხბურთის თამაშის დროს განუხორციელებელი დარჩა , სამწვრთნელო კარიერაში განეხორციელებინოს . გამხდარიყოს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ნაკრებთან ერთად!!!
ბესო72
08 იანვარი 2017 19:39
0
იმიტომაც წავიდა შავად ჩვენი საქმე რომ ოცნება თავის მომხრეებს ასაქმებს.იმას აღარ კითხულობენ შეუძლია,ცოდნა აქვს.აბა კალაძე და ნარმანია გაგებაში არ არიან და ამხელა თანამდებობები მისცეს და ფეხბურთში თუ ვერ ვივარგებთ რა მოსატანია.
ამათ თავის გარდა არაფერი აინტერესებთ
08 იანვარი 2017 19:10
0
ისევ დაბრუნდა ფეხბურთში ძმაკაცების დასაქმება. ნემსაძით 17-იანების და ქართული ფეხბურთის მომავალი დაზარალდება, ამ კაცის მწვრთნელობა სად გინახიათ.
დათო
08 იანვარი 2017 16:21
0
საკუთარი თავის მტერი კი არ არის (იყო) ის ვინც ღირსეულს არ იძახებს (იძახებდა) ნაკრებში, არამედ ქვეყნის მტერია. ;)
unity
08 იანვარი 2017 14:49
0

სიახლეები პოპულარული