კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი "დინამოს" 16 იანვარს, თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.
დინამოელებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული და დემეტრე ბულისკერია, რომლებმაც გეგმიური სამედიცინო შემოწმება გაიარეს, გუნდს 11 იანვარს შეუერთდებიან.
თბილისის "დინამო" 16 იანვრიდან თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც 4 მატჩს ჩაატარებს, მანამდე კი 14 იანვარს, "ზამთრის თასი 2017"-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.