"სამტრედიაში" სამი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს

AutoSharing Option
"სამტრედიაში" 3 ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს: "ზუგდიდის" თავდამსხმელი გურამ სამუშია, რომელსაც 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია; წალენჯიხის "სქურის" შემტევი ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია, ვისაც აქამდე "ზუგდიდში", "ზესტაფონში", ქუთაისის "ტორპედოში", ფოთის "კოლხეთში", "ოდიში 1919"-სა და ქობულეთის "შუქურაში" უთამაშია; და მეკარე ბაჩო მიქავა, რომელიც დეკემბერში თბილისის "ლოკომოტივს" დაემშვიდობა.

საინტერესოა, რომ მიქავა და სამუშია გია ცეცაძის იმ 19-წლამდელთა ნაკრების წევრები იყვნენ, რომელმაც 2013 წელს ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯანგო ძაან შორს ხარ ფეხბურთიდან. პელეს უნდა ეთამაშა ხომ სულ? )))) წაიკითხე ცეცაძის ინტერვიუ მაგ ტურნირზე და მერე ილაპარაკე
ზურა
16:20 16-01-2017
0
სწორად შვება,კადრებს არჩევს,ვისაც უკეთესად შეგიძლიათ კადრესბი მოძიება, საკუტარ კლუბებში ვინც გინდათ ის აიყვანეთ.

ცალკე თემაა რომ ცეცაძის ბრალი იყო 1000%-ით რომ ზამთრის თასზე დინამოსთან დამარცხდა სამტრედია
Jango
16:03 16-01-2017
0

სიახლეები პოპულარული