ზივ არიე 45 წლისაა. ბოლოს ის იერუსალიმის "ბეითარის" მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, მანამდე კი "მაკაბის" 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2015-16 წლების სეზონში ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.
"ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები კლუბთან მუშაობას. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ. ზოგადად, ბევრი საუბარი არ მიყვარს, ჩემი საქმე მუშაობაა.
ახალ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით კომენტარს
ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია არ გვაქვს, მაგრამ იქ მოხვედრის სურვილი ნამდვილად გვაქვს. დაუღალავად ვიშრომებთ ამისთვის.
შანსი გამომიჩნდა დიდ კლუბში მუშაობის და დაუფიქრებლად დავთანხმდი", - განაცხადა არიემ.