"სამტრედიამ" მოსამზადებელი გეგმა გამოაქვეყნა: თურქეთამდე "შუქურაა"

AutoSharing Option
"სამტრედიის" ადმინისტრაციამ მოსამზადებელი გეგმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, საიდანაც შევიტყვეთ, რომ კლუბი 18-დან 28 იანვრის ჩათვლით მოსამზადებელ შეკრებას ადგილზე გაივლის. გია ცეცაძის გუნდმა წლეულს პირველი ამხანაგური მატჩი ქობულეთის "შუქურასთან" 29 იანვარს დაგეგმა. ეს მატჩი "ეროსი მანჯგალაძეზე" 13 საათზე დაიწყება.

31 იანვარს გუნდი მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში გააგრძელებს და ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 2, 6, 10 და 14 თებერვალს. ხოლო საქართველოში ქვეყნის ჩემპიონი 15 თებერვალს დაბრუნდება და სეზონის განახლებისთვის მზადებას ისევ სამტრედიაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ცეცაძის შეგირდებს 1-ელ მარტს
სუპერთასის მატჩი აქვთ ჩასატარებელი ქუთაისის "ტორპედოსთან".

კლუბის ინფორმაციით, ამჟამად "სამტრედიაში" 21 ფეხბურთელი ემზადება. მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი და ოთარ სტურუა, აგრეთვე, წინა ხაზის მოთამაშეები: გიორგი დათუნაიშვილი, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, დავით ჯიქია, თემურ მარკოზაშვილი, გიორგი ახალაძე, აკაკი ნინუა და ზაურ ხაბეიშვილი.

მათ გარდა, "სამტრედიამ" დაადასტურა, რომ ჰყავს ახალწვეულებიც: ლაშა კასრაძე, გიორგი ბერიაშვილი, გურამ სამუშია, დავით ჩაგელიშვილი და მეკარე ბაჩანა მიქავა. ამ 17 მოთამაშეს ცეცაძემ "სამტრედიის" დუბლშემადგენლობის აღზრდილები - გიორგი ბურკაძე და დავით მანჯგალაძეც დაამატა.

კლუბთან ერთად შეკრებას გაივლიან ნიკა სანდოხაძე და დავით მთივლიშვილიც, რომლებთანაც "სამტრედია" თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. ამავე დროს, კლუბში აცხადებენ, რომ ახალი ფეხბურთელების მოზიდვა გრძელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს უკვე მომწონს,ჩვენ ჩემპიონატზე კამათობს ხალხი,კობი სწორ გზაზე დგას.
CHEROELI
24 იანვარი 2017 20:17
0
რას გადაეკიდეთ ამ ზივზივაძეს Jango და guadua ვალი აქვს თქვენი რაიმე? მიხედავს ეგ ბიჭი როგორმე თავის თავს...რა ბოღმას ანთხევთ? არაფერი გაუკეთებია სამტრედიისთვის? გადაუხადა მადლობა,ჩემპიონობაში შეტანილი თავისი წვლილით..
Jangos da guaduas
24 იანვარი 2017 19:06
0
mircxulava ert-erti sauketeso centraluri mcvelia dges saqartvelohi,magram xasiati aqvs sahineli.
TAMAZIKO
24 იანვარი 2017 16:31
0
gia

იმედია რომ არც უკრაინელს და არც რამალდანოვს არ დაიმატებენ
ესენი არ არიან საჭირო სამტრედიაში.
რამალდანოვი სჯობს ფოთში წავიდეს.
Jango
24 იანვარი 2017 16:23
0
ცნობისთვის ზივზივაძე რომც არ წავიდეს საქართველოდან სატრედიაში იძულებით ვერავინ დატოვებს
Jangos
24 იანვარი 2017 15:46
0
მირცხულავა ცუდი რომ ყოფილიყო ფრუიძე არ მოიწვებდა თავის გუნდში!
გოგი ქუთაისელი
24 იანვარი 2017 15:10
0
ამიტომ ნაკრებმა 2 ტესტ მატჩი უნდა ეთამაშა ან სამტრედიასთან, ან საჩხერესთან, ან ტორპედოსთან, მაგრამ ამას მოფიქრება უნდა.
გოგი ქუთაისელი
24 იანვარი 2017 15:07
0
ukrainelze rato araperi weria xo daimata samtrediam.. aucileblad tavdasxma chirdeba gunds da imedia zivzivadze dabrundebaa...
gia
24 იანვარი 2017 14:54
0
იმედია რომ არაბული დაბრუნდება , ხოლო ზივზივაძეს კი არავინ იყიდის/წაიყვანს და მასაც მოუწევს იძულებით მეორეჯერ ჩემპიონის მედლის მორგება სამტრედიაში.
Jango
24 იანვარი 2017 12:33
0

სიახლეები პოპულარული