ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წყალტუბოში, "26 მაისის" სტადიონზე, საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის "ტორპედომ" იქაურ "სამგურალთან" ისპარინგა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელ გუნდს კაპიტნობდა გია ნერგაძე, რომელიც წლების წინათ ანალოგიურ ფუნქციას "ტორპედოშიც" ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებში 4 ტორპედოელი გამოიძახეს - როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, ოლეგ მამასახლისი, ბექა ტუღუში, რომლებიც ამ სპარინგში გუნდს ვერ ეხმარებოდნენ. გუნდში "სამტრედიის" მეკარე კახა მეშველიანი გამოჩნდა, მაგრამ ჯერ უცნობია, მასთან კონტრაქტი გაფორმებულია თუ არა...

კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა თამაში კარგად დაიწყეს და ნიკა საბანაძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მერე გაგა ჩხეტიანისა და
ლევან ყიფიანისგან
ორი გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.

ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ადამაძე, გაგოშიძე, მახათაძე, ბაბუნაშვილი, ჯანელიძე (35. ბერძენაძე), გიგაური, დოლიძე, მანაგაძე, საბანაძე; მეორე ტაიმი: მეშველიანი, ჭიჭინაძე, გურული, წიქარიშვილი, ქუთათელაძე (70. ბერძენაძე), ფურცხვანიძე, მახარობლიძე, ნ. კვასხვაძე, გ. კუხიანიძე, ქვარიანი (77. ს. კუხიანიძე), კაპანაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
sponsortan dakavhirebit ra xdeba.
Didi madloba merias rom gverdit udgas gunds, magram batonebo metia sahiro da tqven amis tavi agar gaqvt.
Nu blokavt sponsors.nu uhlit xels.
tamaziko
27 იანვარი 2017 12:52
0
სამგურალის შემადგენლობ კარგი იქნებოდა რომ დაგეწერათ
გიო
26 იანვარი 2017 19:50
0
კი მაგრამ ,ამ თამაშში ხომ გაიტანა ბურთი ტორპედომ?
ჰოდა სადაა ის სიმღერა მერე ამ ვიდეო მიმოხილვაზე - ქუთათურ მზეს ვფიცავთ გავიტანთ გოლსო? გოლი არის და სიმღერა კი არ არის... ძალიან ცუდია ეს, ძალიან ცუდი...
QWERTY
26 იანვარი 2017 19:43
0
წელს პრო-2 პრო-1-ზე მაგარი იქნება
CHEROELI
26 იანვარი 2017 18:01
0
ჩვენ შეგვიყვარდა ფეხბურთი СССP კავშირის დროს! ჩვენი ბრალი არ არის რომ გვიყვარს ეს თამაში! მსორი!
გოგი ქუთაისელი
26 იანვარი 2017 15:27
0
გაგოშიძეს და მახათაძეს რა უნდა ტირპედოში
გოგი ქუთაისელი
26 იანვარი 2017 15:22
0
რაღა საქართველოს ნაკრები და რაღა ტორპედო ქუთაისი ორივე საფეხბურთო "რისხვაა" მისი გულშემატკივრებისთვის საერთოდ რა უნდა თქვას კაცმა ქართულ ფეხბურთზე ალბათ ის ერთი წინადადებითაც შეფასდება " დარხეული გვაქ " ბოლომდე.
Azurini
26 იანვარი 2017 15:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული