ლარაში დაბანაკებული ვიაჩესლავ გროზნის გუნდი ამხანაგურად უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან და ტიტულოვან კლუბთან, დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება. "დინამოს" უკვე შეუერთდნენ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები: გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული.
შეგახსენებთ, რომ "დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი 25 იანვარს, სლოვაკურ "ჟილინასთან" გამართა და ფრეს დასჯერდა (1:1).
თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე, რომელსაც 5 თებერვალს დაასრულებს, სპარინგ-მატჩებს ასევე გეგმავს მაკედონიურ "სილექსსა" და უკრაინულ "ჩერნომორეცთან".