"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს

AutoSharing Option
24 წლის რენე ფერეირა დოს სანტოსი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ბრაზილიის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ვიტორიას" ღირსებას დაიცავს. ბრაზილიის დასრულებულ ჩემპიონატში "ვიტორიამ" მე-16 ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

რენე ფერეირა საქართველოში პირველად 2013 წელს გამოჩნდა. მაშინ ახალგაზრდა ბრაზილიელი "ზესტაფონში" ჩაირიცხა. პირველი მატჩი სამხრეთამერიკელმა რატკო დოსტანიჩის გაწვრთნილ გუნდში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა, თუმცა სერბმა სპეციალისტმა მას მალე უპოვა ადგილი დაცვის ცენტრში.

"ზესტაფონამდე" რენე ბრაზილიაშივე, "გრემიოში" თამაშობდა, რასაც მოჰყვა იაპონური ოდისეა "კავასაკი ფრონტალეში". "ზესტაფონში" წარმატებული თამაშის შემდეგ ის თბილისის "დინამოში" გადავიდა და
გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. ბრაზილიელმა დედაქალაქური გრანდი გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.

სხვათა შორის, იმ დროს, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კახა ცხადაძე წვრთნიდა, სერიოზულად განიხილებოდა რენეს ნატურალიზებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევის საკითხი, მაგრამ ამ თემას გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

სულ ბოლოს კი თბილისის "დინამოს" დამრიგებელმა ვიაჩესლავ გროზნიმ რენეს მიმართ უკრაინული ფეხბურთის გრანდის, კიევის "დინამოს" ინტერესის თაობაზე ილაპარაკა...

ფაქტია, საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა, თავისი დონის გათვალისწინებით, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა, რაც ნამდვილად ვერ გაგვახარებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი ფეხბურთელი არის ერთი ერთზე, მაგრამ საფეხბურთო აზროვნება, ტაქტიკურად სცორად თამაში ვერ აქვს კარგი.... ზაგრების დინამოსთან ბევრი შეცდომა დაუშვა ძააან.... :(
დინამო
12:04 02-02-2017
0
ახალი თქვი რამე,თორემ ეს ერთიკვირის ამბავი ხომ ყველამ ვიცით
ახალი რამე
12:30 02-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული