თბილისის "დინამომ" მეორე თურქულ შეკრებაზე ტესტ-მატჩები დაგეგმა

AutoSharing Option
11 თებერვალს თბილისის "დინამო" ზამთრის მეორე შეკრებას დაიწყებს, რომელიც 1-ელ მარტამდე გასტანს.

თბილისელები ამჯერად ბელეკში დაბანაკდებიან. ახალი სეზონისთვის სამზადისის მეორე ეტაპზე დინამოელები კიდევ ოთხ სპარინგ-მატჩს ჩაატარებენ.

14 თებერვალს გუნდი ლუცკის "ვოლინს" შეხვდება, 17 თებერვალს დონეცკის "ოლიმპიკთან" ითამაშებენ, 21 თებერვალს "დინამოს" ბორისოვოს ბატე გაუწევს წინააღმდეგობას, ხოლო 25 თებერვალს დედაქალაქელთა მეტოქე ტულის "არსენალი" იქნება.

შეგახსენებთ, რომ წინა შეკრებაზე "დინამო" "ჟილინას" და "სილექსს" დაუზავდა, შესაბამისად, 1:1 და 0:0. თბილისელებმა 4:2 აჯობეს "დნიპროს" და 1:2 დამარცხდნენ "ჩერნომორეცთან".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სრული მედნიერებისათვის ერთი იოშკარ-ოლას "პიშევიკთანაც" დაეგეგმათ ერთი თამაში
კახა ქირია
12:26 09-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული