მერაბ ჟორდანია დაბრუნდა - სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "გურიას" უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ლანჩხუთის "გურია" თბილისში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მთავარი ისაა, რომ ამიერიდან კლუბს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებს...

...დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჩხაიძემაც დაგვიდასტურა.

"შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ "გურიაში" დიდი ცვლილებები იყო საჭირო და ასეც მოხდა.

დიდი ხანია, მერაბ ჟორდანიას "გურიაში" მოსვლა და მისი აღორძინება სურდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაასრულა და კლუბი გადაიბარა.

მერაბის პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ახალი სეზონისთვის "გურია" დროებით
გიგლა იმნაძემ
და მე მოვამზადოთ. ამ ეტაპზე ვარჩევთ ფეხბურთელებს, რომლებიც ლანჩხუთელ მოთამაშეებს შეუერთდებიან", - ამბობს ჩხაიძე.

ლანჩხუთელთა ახალგაზრდა მოთამაშე ირაკლი ხვედელიძე ამბობს, რომ გუნდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა:

"სეზონის დასრულების შემდეგ "გურიიდან" ყველა ლიდერი წავიდა და ადგილობრივებიც სხვა გუნდებში მოწყობას ვცდილობდით. გვეგონა, რომ "გურია" დაიშლებოდა, მაგრამ ჟორდანიას დაბრუნებამ ყველა შეგვაჩერა - ლანჩხუთელები დავრჩით და იმედი გაგვიჩნდა, რომ ახალი სეზონისთვის ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
drogba-ს
ქინქლაძის არველაძეების კობიაშვილის კალაძის ქეცბაიას და ა.შ. ნაკრებს რათქმა უნდა უკეთესი შედეგი უნდა ქონოდა ვიდრე ნაკრებს რომელიც დღეს გაგვაჩნია რა გიკვირს?
nika
11 თებერვალი 2017 19:10
0
Yvelam tavis mamidas mixedos merabim icis rasac gaaketebs gaskdit gulze
jemi
11 თებერვალი 2017 14:48
0
ეხ გურიას ბაქი-ბუქა ხელმძღვანელობა ყავდა, იმედია რეალურად იაზროვნებენ.
kika
10 თებერვალი 2017 17:44
0
მერაბა ჟორდანიამ დააქცია ქართული ფეხბურთი თქვე ორკლასიანებო? :დ საქართველოს ნაკრებს ყველაზე კაი შEდეგი მის დროს ქონდა თუ ვცდები?
drogba
10 თებერვალი 2017 17:24
0
ამის იმედიღა დამრჩა დღევანდელ ამ სისტემაში ჩართულებიდან, კობიაშვილმა რაც ქნა რავი) ძაან იმედი გამიცრუა მაგ კაცმა არანაირ პატივს აღარ ვცემ
sad
10 თებერვალი 2017 17:09
0
შენაირი ადამიანი უნდა მოვიდეს დაარა კობიაშვილი ჩუმბურიძის მაგვარი ადამიანები უბრალოდ სირცხვილია კობიაშვილი პარლამენტარობას რომ ითავსებს ან მუჯირს რაუნდა ჯერ სადა ხართ უბრალოდ მეცოდება Fეხბურთი და გულშემატკივარი გაუსვით მონებო ჩემი სმსი
demna
10 თებერვალი 2017 16:50
0
ქართულ ფეხბურთს ინვესტორი სჭირდება და იმედია ეს კაცი ამ საკითხს მოაგვარებს(გურიაში მაინც).
ისეთ ხალხს მისცეს შანსი საერთოდ ფეხბურთთან ახლოს რო არ იყვნენ და ამასაც ვაცალოთ ბატონო, ვაცალოთ
Rezo
10 თებერვალი 2017 16:26
0
რას ელოდებით ამ კაცისგან რა უნდა ქნას ერთი ხო ვერ მეტყვით?? თქვენ გურია ვიტესი ნუ გეგონებათ და არც მერაბაა აბრამოვიჩი.
nika
10 თებერვალი 2017 16:09
0
zordania movidao, prezidentio profesionaliao, ise ibukebian ra vizi ra, da fexburtelebs 1500 lars stavazoben))) da gundi undat magari))))
kai bichi
10 თებერვალი 2017 15:41
0
პაწა ადრე მოსულიყავი კაი იყო ძამა, სანამ გავარდებოდით, მარა არა უშავს ჯობს გვიან ვიდრე არსდროს, გურია წინ.
sabonis
10 თებერვალი 2017 15:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული