"12 თებერვალს ღამით, ოჯახური პირობების გამო, "დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა - ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს "დინამოში" მუშაობას. შექმნილ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ", - წერს "დინამოს" საიტი.
60 წლის უკრაინელი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.