"ისეთი პირობებით, როგორიც ლობჟანიძეს აქვს, "დინამოში" რონალდოსაც არ დავიტოვებთ"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ დღეს, 2 მარტს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სალუქვაძემ საბა ლობჟანიძეზეც ილაპარაკა, რომელიც ხელმძღვანელობამ 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანა.

- რატომ სჯის თბილისის "დინამო" საბა ლობჟანიძეს

"საბა კარგი ფეხბურთელია და მას ჩვენი გუნდის წევრად მოვიაზრებდით. კარგად იცით, რომ ახლა გაახალგაზრდავების პროცესია და მისი იმედი ნამდვილად გვქონდა. მას "დინამოსთან" კონტრაქტი მაისამდე აქვს და უნდა ეთამაშა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მან "დინამოში" დარჩენა არ ისურვა და უცხოეთში თამაში ამჯობინა. ბუნებრივია, ასეთ დროს კლუბმა ოფიციალური შემოთავაზება უნდა
მიიღოს, რომ შემდეგ ამის საფუძველზე გასხვისდეს ფეხბურთელი.

არ დაგიმალავთ, რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები მართლაც გვქონდა, ოღონდ მხოლოდ სატელეფონო დონეზე. როგორც კი ვამბობდით, რომ მათ ოფიციალური წინადადებით უნდა მოემართათ ჩვენთვის, საქმე წინ აღარ მიდიოდა.

ყველაზე რეალური ვარიანტი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი კლუბიდან იყო, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე მათ ჩვენთან კონტაქტი გაწყვიტეს და სხვა ფეხბურთელის ყიდვა ამჯობინეს.

ამის შემდეგ ვცადეთ ლობჟანიძის შენარჩუნება, მაგრამ ისეთი პირობები წამოგვიყენა მისმა მხარემ, კრიშტიანო რონალდო რომ მოვიდეს "დინამოში", მასაც კი არ დავიტოვებთ. ლობჟანიძეს სურდა მატჩების 75% ძირითად შემადგენლობაში დაეწყო...

ფეხბურთელები, რომლებიც "დინამოში" გაიზარდნენ, კონტრაქტის დროს კატა-თაგვობანას არ უნდა გვეთამაშებოდნენ და დამატებით ხრიკებს არ უნდა ეძებდნენ", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაკაბაძეს რო არ წასულიყო თავისუალი აგენტის სტატუსით და დინამოსთან გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, დღეს ისევ დინამოში ითამაშებდა და არა ევროპაში. მომავალ ფეხბურთელებს რა მაგალითს აძლევთ მაგაზე იფიქრეთ.
ლაშა
06 მარტი 2017 15:39
0
სალუქვაძე- სამარცხვინო ხარ!!!
hari
03 მარტი 2017 15:57
0
სწორია საბა,ცოტაც მოითმინე და წახვალ ამ ჭაობიდან.კატა თაგვობანას დინამო ეთამაშება და ღუპავს ყველა ტალანტს.სალუქვაძე სათავისოდ საუბრობს,ფეხბურთელზე არავინ ფიქრობს,როცა უნდათ მაშინ მოისვრიან სადმე და ითხოვენ რომ მონა იყოს? ყველა საბასავით უნდა მოიქცეს და ფიფია და მისთანები უნდა ჩამოშორდენ ფეხბურთს.სალუქვაძეს არც კი რცხვენია-ფეხბურთელი რო არ ყოფილა ეტყობა.მაგიტომ არ ითვალისწინებს მის აზრს.სამარცხვინოა დინამო დღეს.ყველა კლუბში ბევრად ჯანმრთელი მენეჯმენტია ვიდრე დინამოში-ჯერ ტყავაძეს დააკარგვინრს და დააღუპინეს ტალანტები.არც სხვებმა დააკლეს,ახლა სალუქვაძე- წადი ბიძია რეპორტაჟები წაიყვანე,შენი საქმე აკეთე,თავს ნუ ირცხვენ ფულის გამო-მაინც არ დაგიფასებს ფიფია და მოგისვრის მალე,ხო იცი ეგეც?
Rezo
03 მარტი 2017 15:56
0
წადი, ბიძია, იყუმარე, ფსონები აკეთე ტოტალიზატორში...
Lasha
02 მარტი 2017 20:28
0
სალუქვაძე რომ დაენიშნათ მთავარ მწვრთნელად არა!!!! ვერ გაქაჩავს ვითომ?? ქართველია და გულს და სულს ჩადებს შიგ. მთავარი ხომ ესაა და არა პროფესიონალიზმი. მე მგონი ივარგებს. რა ვიცი, ფსონებს მშვენივრად არჩევს და არტყავს ცხრიანში...
mamulo
02 მარტი 2017 17:53
0
დროზე მოხია ამ ბიჭმა. რა უნდა ამ "სუპერ" გუნდში. გუნდში, რომელიც წელიწადში 2-3 მწვრთნელს იცვლის. ასეთი რამ წნორის "ინტერშიც" არ ხდება.
mixo borashvili
02 მარტი 2017 17:31
0
სალუქვაძის ამ "ჭკვიანური" მონაყოლიდანაც კარგად ჩანს, ვის ხელშია ჩვენი ტრადიციული და საყვარელი გუნდის მართვის სათავეები. ამ აზროვნების ადამიანებს არანაირი შედეგის დადება არ შეუძლიათ და ვერც დადებენ. ამათ არა ფეხბურტელის თამასის დონე, არამედ სულ სხვა რამ აინტერესებთ. ასე აფარეი გამოვა, თუ არა, ისეც გიქნიათ ...... ვის რაში აინტერესებს მაჩანჩალა გუნდი, განსაკუთრებით ევროპულ პერპექტივაში.
aliko
02 მარტი 2017 17:29
0
sharshan ar gindodat lobjana da gaanatxovret chixurashi da exla agewvat erti adgili wasvla ro undaaa ?
el pipito
02 მარტი 2017 17:20
0
ჯიგარი ხარ საბა, სწორად მოქცეულხარ.შენ გამოგაჩინა არა დინამომ,არამედ ფრუიძემ და ჩიხურამ.ამიტომაც დინამოს რომ პირობებს უყენებ ეს გამართლებულიცაა, მაისის მერე წადი ან ჩიხურაში ან სამტრედიაში ან ბათუმში, ესენი ყველანი ევროპაზე არიან ( ჩხეტიანი შენ არ აგიყვანს ტორპედოში)და თავს კიდევ გამოიჩენ.
წარმატებები!
Jango
02 მარტი 2017 16:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული