რატომ სჯის თბილისის "დინამო" საბა ლობჟანიძეს

AutoSharing Option
გუშინ, 20 თებერვალს, თბილისის "დინამოს" ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ საბა ლობჟანიძე მთავარ გუნდს ჩამოაშორა.

ლობჟანიძე თბილისში დღეს უნდა დაბრუნდეს და ვარჯიში "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში გააგრძელოს.

- კახა კაჭარავას გადაწყვეტილებით, საბა ლობჟანიძე ჩამოშორებულია ძირითად გუნდს

როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, მომხდარის მიზეზი ლობჟანიძის კონტრაქტია. საქმე ისაა, რომ საბას თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის მაისამდე აკავშირებს. "დინამოს" მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს, ფეხბურთელი კი უარზეა.

21 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში იჯარის წესით საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა,
სადაც 12 თამაშში 11 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ლობჟანიძემ თავი ეროვნულ ნაკრებში უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოიჩინა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

უფრო დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა სეზონისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
კონტრაქტზე ისე უნდა დაითანხმოს, მოთამაშეც რომ თანახმა იყოს. ვთქვათ, და მოუწერა საბამ ხელი - რა აზრი აქვს ეგეთ მოთამაშეს, რომელსაც შენთან თამაში არ უნდა? თუ ხეირი გინდა კლუბს, გაყიდე, ვიდრე კონტრაქტი ამოეწურება, თორემ 6 თვით ადრე სხვასთანაც შეუძლია მოაწეროს ხელი.

ეს ყველაფერი დინამოს მენეჯმენტის დაბალი დონის მანიშნებელია, მეტი არაფერი.
კოტე
13:04 22-02-2017
0
გია გეტყობა ბიზნესმენი ხარ.ფიფია ქვეყნის მეფეც რომ იყოს ვერ დასჯის სამართლიანად საბას,იმიტომ რომ ბატონყმობა გადავარდა იცი როდის.ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ.ლობჟანიძეს არ უწერია კონტრაქტში,თუ ხელშეკრულებას არ გააგრძელებ დაგსჯითო.ესე რომ შეთანხმებას არღვევს გუნდი და საქმეში უფლებადამცველები უნდა ჩაერთნენ რაც კლუბის მიმართ სანქციებს გამოიწვევს.
gias
11:01 22-02-2017
0

სიახლეები პოპულარული