ეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა "სამტრედიამ" გახსნის მატჩში ქულები დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 მარტს, საქართველოს XXIX ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო.

10-გუნდიანი ეროვნული ლიგის პირველი ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდნენ. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ეროვნული ლიგის პირველი გოლი დავით რაჟამაშვილმა მიითვალა. სამტრედიელთა გარემარბმა მატჩის მე-19 წუთზე შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა - 1:0.

სამტრედიელთა უპირატესობის მიუხედავად, "შუქურამ" შესვენებამდე შეძლო გათანაბრება - 41-ე წუთზე, სტუმართა "სტანდარტულის" შემდეგ თავი ლევან საბაძემ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ქობულეთელები კაცნაკლულნი დარჩნენ - არბიტრმა 68-ე წუთზე მეორე
გაფრთხილების გამო მოედნიდან ჯეფინიო გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში გია ცეცაძის შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს და ქულები დაკარგეს.

პირველი ტურის დანარჩენი ოთხი მატჩი კვირას, 5 მარტს ჩატარდება.

ეროვნული ლიგა.  I ტური
სამტრედია-შუქურა 1:1
გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (19), 1:1 ლევან საბაძე (41).
სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე (კ), გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გურამ სამუშია, 82), გიორგი ბერიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (რუდოლფ სუხომლინოვი, 60), გიორგი მჭედლიშვილი.
შუქურა: აზამატ ჯიოევი (კ), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, შერმადინ ართმელაძე (გიგა მამულაშვილი, 64), ლევან კუტალია (თორნიკე დაგარგულია, 90+5), ჯეფინიო, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ლევან საბაძე (გიორგი ჭანუყვაძე, 87), სანდრო გურული, რომან ჩაჩუა.
გაფრთხილება: გოგიაშვილი (15), ართმელაძე (25), სანდოხაძე (30), ჯეფინიო (39, 68), რაჟამაშვილი (55), ჯაფარიძე (90+3),
გაძევება: ჯეფინიო (68)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

სხვა მატჩები
5 მარტი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
28: +14 =7 -7, 38:28

თბილისი. "დინამო არენა". 15:00
დინამო (თბ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
55: +37 =11 -7, 123:40
დისკვალიფიკაცია
დავით ბოლქვაძე, ომარ გოგონაია, ვლადიმირ კორობკა (ყველა - კოლხეთი)

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 18:00
ჩიხურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
12: +3 =3 -6, 12:22
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)

თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 4:9
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა, შალვა ფურცხვანიძე (ორივე - ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 30 /
cecas gashveba undat xmebi dadis da amit samtrediiis gundsac dagupaven. atasgvar chorebs ukrian da vigaca kisers waitexavss vatyob. daanebet cecadzes tavi
vato
05 მარტი 2017 16:37
0
სამტრედიაში უყვართ ფეხბურთი და სტადიონიც ხშირად ივსება. ესეთ გულშემატკივარს ნამდვილად ეკუთვნის კარგი გუნდი. ღირსეული ჩემპიონია. იმედია, არც წელს იქნება აუტსაიდერი...
tngh
05 მარტი 2017 11:41
0
კახა დაბადებულიც არ იყო, როდესაც სამტრედია კარგ ფეხბურთს თამაშობდა და სსრკ-ს II ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. მამამისმა იცის ფეხბურთი და სრულებით არ სჭირდება შვილის დახმარება... სელექციაც კარგი აქვს და გუნდიც მომზადებულია...
tngh
05 მარტი 2017 11:35
0
ყველაფერი კარგად მიდის,მაგრამ მოედნის ხარისხს და ამ დებილი მსაჯებს თუ ეშველებათ რამეე?პატარა შეხებაზე დაჯარიმება და ხანდახან ლამის ფეხი მოტეხონ და ასეთ რამეებზე თვალს ხუჭავენ ან პირიქით აჯარიმებს.ამაზრზენია რა ასეთი დონის მსაჯობაა
მე და სხვა
05 მარტი 2017 09:09
0
მე არავარ სამტრეს ფანი მარა ბევრი მოგდით კალაძეზე.კალა რა შუაშია ყველაფერს მაგას აბრალებთ.ჯანგო შენ კიდე ნუ პროფესორობ.
gaga
05 მარტი 2017 02:06
0
ისე კარგი იქნებოდა პროლიგა-2-ის შედეგებიც რომ დადოთ იმ დღესვე
დათო
04 მარტი 2017 23:57
0
ra kaladze ris kalaze rashuashhia msajobastan amtamashi mainc? ra qobulets qonda mosagebi da msajebma dawves? rasacqvia calkara esiyo dges,qobulet simuliantobis da kotrialis meti argauketebia arafeli da gamodiodat kidec.rac shexeba samtrediass kide moumatebs da erterti favoriti iqneba radgan fexburts tamashobs da ara gamudmebit tavs icavdes da tamashs klavdes,amit gansxvavdeba samtredia zogiert gundebisgan,simartle mwarea magram rasvizamt,da amitom xan fifias undda vsayvedurebdet xan kalazes xan xechikashvils da aset adamianebs radgan qartul fexburts xels uwyoben.
romandro
04 მარტი 2017 23:50
0
ეს ჩემპიონატი ძალიან თანაბარი იქნება, ვერცერთი გუნდი მარტივ ქულებს ვერ აიღებს, დღევანდელი თამაშიც ამის მაგალითია. ეს კი ძალიან კარგია, რადგან საერთო დონის აწევას გამოიწვევს.
რაც შეეხება სამტრედიას - ბუდუს და არაბულის გარეშე ძალიან დასუსტდა, ტორპედოს მეკარეს რომ ორივე გოლი არ გამოეგონებინა, ვერც სუპერთასზე იზამდა რამეს.
კოტე
04 მარტი 2017 22:48
0
ეს ჩემპიონატი ძალიან თანაბარი იქნება, ვერცერთი გუნდი მარტივ ქულებს ვერ აიღებს, დღევანდელი თამაშიც ამის მაგალითია. ეს კი ძალიან კარგია, რადგან საერთო დონის აწევას გამოიწვევს.
რაც შეეხება სამტრედიას - ბუდუს და არაბულის გარეშე ძალიან დასუსტდა, ტორპედოს მეკარეს რომ ორივე გოლი არ გამოეგონებინა, ვერც სუპერთასზე იზამდა რამეს.
კოტე
04 მარტი 2017 22:38
0
დაიმახსოვრეთ-დილა აუცილებლად დადებს შედეგს.
junglebi
04 მარტი 2017 22:24
0

სიახლეები პოპულარული