ეროვნული ლიგა. III ტურის წინ: ჩემპიონი პირველი მოგების მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის III ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება.

დინამო (ბთ)-სამტრედია
გარდამავალი ჩემპიონატის ორმა გამორჩეულმა გუნდმა ახალი სეზონი არცთუ წარმატებით დაიწყო: ბრინჯაოს პრიზიორმა ბათუმის "დინამომ" ჩემპიონატში ერთი მატჩი მოიგო და ერთიც - წააგო, მაგრამ მერე, თასის გათამაშებას დაემშვიდობა.

აი, რაც შეეხება "სამტრედიას", მოქმედი ჩემპიონი ორი ტურის შემდეგ, სულაც მოუგებელია! ჰოდა, ამიტომაც ჰქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა "სამტრედიას" გამარჯვებას სათასო მატჩში (თანაც, საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან).

სხვათა შორის, შუა კვირაში გამართულ სათასო მატჩებს რომ ვახსენებთ, ისიც უნდა ვთქვათ,
ყველაზე ძლიერი მეტოქეები სწორედ ბათუმის "დინამოსა" და "სამტრედიას" ჰყავდა: შესაბამისად, ფოთის "კოლხეთი" და "ვიტ ჯორჯია".

თუმცა, ისევ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ, სადაც ჩემპიონის რანგში მოასპარეზე "სამტრედია" პირველი გამარჯვების მოლოდინშია...

ჩიხურა-შუქურა
ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა "ჩიხურამ" სეზონი საშინაო ფრით კი დაიწყო, მაგრამ შემდეგ, უმნიშვნელოვანესი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიასთან". ამ ფაქტორიდან და საერთოდ, სხვა ობიექტური მიზეზებიდანაც (უპირველეს ყოვლისა - შემადგენლობიდან) გამომდინარე, ამ წყვილის ფავორიტად "ჩიხურა" უნდა მივიჩნიოთ.

საინტერესოა, თუ რამდენ ხანს გასტანს სოსო ფრუიძის გუნდის "მშრალი" სერია. სწორედ "ჩიხურაა" ერთადერთი გუნდი, სეზონის სამ სასტარტო მატჩში (ორი - ჩემპიონატში, ერთიც - თასზე) გოლი რომ არ გაუშვია!..

...ახალი სეზონის გუნდი-აღმოჩენის "სტატუსი" კი, უდავოდ, "შუქურას" უნდა მივანიჭოთ! გარკვეულ მიზეზთა გამო, ისე ხდებოდა, რომ წინა ორ ტურში "შუქურა" წყვილის აუტსაიდერად მიიჩნეოდა, მაგრამ გია გურულის გუნდმა ერთი-მეორეზე ძლიერ მეტოქეებს არაფერი დაუთმო და ორივე შემთხვევაში ფრედ ითამაშა.

"შუქურა" ერთადერთი გუნდია ეროვნულ ლიგაში, ორივე მატჩი ფრედ რომ აქვს დასრულებული ჩემპიონატში; აი, თასზე კი ქობულეთელთა გუნდმა უმძიმესი მატჩი ჩაატარა რანგით მესამე ლიგის გუნდთან, "გორთან" და პენალტების სერიაში დამარცხდა..

ტორპედო-კოლხეთი
სეზონის დაწყების წინ, "ტორპედოს" ერთ-ერთი ფავორიტობა ვუწინასწარმეტყველეთ და ამაში გაზვიადებული არაფერი უნდა ყოფილიყო. იმის მიუხედავად, რომ კახა ჩხეტიანის გუნდმა საწყის ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, მაინც გვგონია, რომ ეს ყველაფერი დროებითი პრობლემაა, რადგან ამ შემადგენლობით ქუთაისელთა საყვარელ გუნდს რეალურად ხელეწიფება მაქსიმალური მიზნებისთვის ბრძოლა.

აი, "კოლხეთი" კი, ჯერ კიდევ გარდამავალი ჩემპიონატიდან მოყოლებული, კვლავაც აგრძელებს ერთი-მეორეზე სასიამოვნო სიურპრიზების კეთებას. თანაც, გელა სანაიას გუნდი, საერთოდ, არ "ცნობს" ავტორიტეტებს და ჩემპიონატსა თუ თასზე წარმატებებს ისე აღწევს, რომ ეს შედეგები "სენსაციურად" აღარც უნდა აღვიქვათ...

- ეროვნული ლიგა. III ტური: "ლოკომოტივმა" პირველი მარცხი იწვნია [VIDEO]

ეროვნული ლიგა. III ტური
19 მარტი
ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
27: +13 =5 -9, 45:34

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 8:5

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
61: +27 =16 -18, 92:69
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა (ტორპედო).

ეროვნული ლიგა 2. III ტური
19 მარტი
რუსთავი. ფოლადი. 15:00
რუსთავი-ზუგდიდი

ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 15:00
გურია-სამგურალი

მცხეთა. მცხეთა პარკი. 15:00
ვიტ ჯორჯია-გაგრა

თბილისი. ბენდელა. 15:00
სიონი-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
erti kitxva maqvs... samtredias tasze 2 welia saxlshi ar utamashia da exlac torpedos sheaxvedres tanac kide gasvlaa... sul gasvlas rato tamashobs samtredia>? ra usamartlobaa.. dzlierebs exla ro sheaxvedreb naxevar pinalshi darcheba pirveli ligis gundebi rogorc sharshan.. rac sheexeba dgevandel tamashs samtredia waagebs.. imito ro damtrvreuli yavs wamyvani pexburtelevii da arc zamena yavs.. ase ro vinem ar chamovlen legionerebi manam sul waagebs samtredia..
goga
11:32 19-03-2017
0
სამტრედია წააგებს დგეს... წამყვანი პეხბურტელები დამტვრეული ყავს ზოგი გაყვიტლებულია.. სამტრედიას სერიოზული პრობლემები აქვს.. იმედია მალე ცჰამოვლენ ლეგიონერები და დაეხმარებიან გუნდს..
tato
11:35 19-03-2017
0

სიახლეები პოპულარული