ეროვნული ლიგა. IV ტური: პირველი ჰეთ-თრიქი ჩემპიონატში

AutoSharing Option
1-ელ აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის IV ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ქობულეთის "შუქურამ" სამტრედიაში ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

ქობულეთელთა რიგებში დუბლით ლევან კუტალია გამოირჩა, ფოთელთაგან კი ჰეთ-თრიქი უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა შეასრულა. ეს პირველი ჰეთ-თრიქია მიმდინარე ჩემპიონატში.

საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე გიორგი ბუხაიძემ დააფიქსირა, იქამდე კი "შუქურა" კაცნაკლული დარჩა - 65-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან მეორე გაფრთხილებისთვის რომან ჩაჩუა გააძევა.

ეს "კოლხეთის" მეორე გამარჯვებაა მიმდინარე ჩემპიონატში, "შუქურა" კი ეროვნული ლიგის ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც მოგება არ აქვს.

დღესვე მოგვიანებით გაიმართება IV ტურის კიდევ ორი მატჩი: გორში "დილა" "საბურთალოს" უმასპინძლებს, "ლოკომოტივი" კი "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგა. IV ტური
1-ელი აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-კოლხეთი 2:4

გოლები: 1:0 კუტალია (21), 1:1, 1:2 კოვტალიუკი (33, 56), 2:2 კუტალია (61), 2:3 კოვტალიუკი (82) 2:4 ბუხაიძე (90).

თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ლოკომოტივი-ტორპედო

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-საბურთალო

2 აპრილი
ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 17:30. LIVE I არხზე
ჩიხურა-დინამო (ბთ)

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (თბ)
მკითხველის კომენტარები / 1 /
გელა სანაია შემტევ ფეხბურთს აწვება,ის და მისი გუნდი ისევ სიურპრიზებს ამზადებს!
Jango
19:33 01-04-2017
0

სიახლეები პოპულარული