ჩვენი ინფორმაციით, რევიშვილი, რომელიც ამჟამად "დაჩიას" საკუთრებაა, მოლდოვური კლუბისგან გათავისუფლების ფურცელს ელის, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით კვლავ "დინამოს" შეუერთდება.
რევიშვილი თბილისის "დინამოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით გასული წლის ოქტომბერში შეუერთდა და გუნდის კაპიტანიც გახდა, თუმცა გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "დაჩიაში" წასვლა ამჯობინა, საიდანაც მალევე ისე წამოვიდა, რომ ოფიციალურ მატჩში ერთი წუთიც კი არ უთამაშია.
- ნუკრი რევიშვილი: მოლდოვაში მეტი საშინელება ხდება, ვიდრე ჩვენთან!..