ქომეთიანის ერთი გულწრფელი ფრაზა კი სათაურში გამოგვაქვს. ასეთ პირდაპირობას ქართულ ფეხბურთში მოღვაწე პიროვნებათაგან იშვიათად თუ წავაწყდებით და "ბაიას" თავკაცს აზრის შეულამაზებლად გამოთქმა უნდა დავუფასოთ.
- რატომ ვერ შეძლო "ბაიამ" "ზესტაფონისთვის" თუნდაც მცირედი წინააღმდეგობის გაწევა?
- ამ თამაშზე უიმედოდ ნამდვილად არ გავსულვართ. რაღა
- უხეში შეცდომები დაუშვა "ბაიას" დაცვამ. გუნდის ძირითად შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
- საკადრო რევოლუციას ნამდვილად ვერ მოვახდენ, მაგრამ რამდენიმე პოზიციაზე, ალბათ, სხვა ფეხბურთელებს მივცემ თავის გამოჩენის შესაძლებლობას. ზესტაფონში ჩასვლამდე სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით, ბოლო მატჩში კი დაცვამაც საშინლად ითამაშა და არც სხვა რგოლები ბრწყინავდნენ. სწრაფი გოლი მივიღეთ, მაგრამ ანგარიში მალევე გავათანაბრეთ და წარმატების იმედი მომეცა, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ზესტაფონში სრული კატასტროფა განვიცადეთ. ამის მიზეზების პოვნა ძალიან მიჭირს. გადატვირთულ კალენდარს ვერაფერს დავაბრალებ, რადგან "ზესტაფონამდე" "დინამოსთან" მატჩი გადაგვედო და დასვენებულები ვიყავით.
- მარცხის მიუხედავად, ირაკლი ქობალიას მოედანი უგოლოდ არც ამჯერად დაუტოვებია...
- ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე ვთქვი, რომ იგი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა გახდებოდა და როგორც ხედავთ, ჩემი სიტყვები მართლდება. ირაკლი განსაკუთრებული მონაცემების მქონე თავდამსხმელია, რომელიც სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში მხოლოდ "ბაიას" კი არა, მთლიანად ქართულ ფეხბურთს ძალიან გამოადგება. საერთოდ, ჩვენთან უნიჭო მოთამაშე ვერ მოხვდება და დიდი ფეხბურთის თამაში ჩვენს სხვა ახალგაზრდებსაც შეუძლიათ – აფაქიძეს, სიხარულიას, ეხვაიას, რიგვავას...
- სეზონის მეორე ნახევრის სტარტმა ცხადჰყო, რომ "ბაიას" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი აქვს.
- "ბაიას" მეოთხე ადგილზე გასვლა ჩვენი ჩემპიონატის შეურაცხყოფა იქნება, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და ყველანაირად ვეცდებით ევროთასებზე გასასვლელად ბრძოლას. თუმცა არ გვავიწყდება, რომ ჩვენი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საწყის სამ ტურში მიზნად ხუთი ქულის მოპოვება გვქონდა დასახული, მაგრამ შვიდი ავიღეთ. კმაყოფილი ვარ როგორც შედეგით, ასევე იმ შეხვედრებში ნაჩვენები თამაშის ხარისხით. მჯერა, რომ "ზესტაფონთან" მარცხს მალე დავივიწყებთ და შემდგომ შეხვედრებს გაცილებით მაღალ დონეზე ჩავატარებთ.
- "ზესტაფონის" შემდეგ კიდევ ერთი რთული გასვლითი მატჩი გელით რუსთავის "ოლიმპთან".
- ჰოდა, ზუსტად ასეთ ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაში შევეცდებით საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.
- "ბაიას" ფინანსური მდგომარეობის მხრივ რაიმე სიახლე ხომ არაა?
- სიტუაცია არც სასიხარულოა და არც – კატასტროფული. გასული წლის დავალიანებები კიდევ დასაფარია, მაგრამ სამაგიეროდ, ფეხბურთელებსა და პერსონალს იანვრისა და თებერვლის ხელფასები სრულად გაუსტუმრეს.