"დინამო არენაზე" თბილისიური დერბი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს "დინამო" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მატჩში ანგარიში საბა ლობჟანიძემ 58-ე გახსნა, ხოლო 77-ე გიორგი თევზაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
ამ გამარჯვებით თბილისის "დინამო" 18 ქულით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.