დარასელია "შუქურას" არ გაწვრთნის - კლუბში მდგომარეობა კატასტროფულია!

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" დირექტორის, რევაზ ჩელებაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ლელო" წერდა, რომ ზღვისპირული გუნდი გიორგი დარასელიამ ჩაიბარა. 48 წლის სპეციალისტს, წესით, ახალი სამსახური გუშინ, "სამტრედიასთან" მატჩით უნდა დაეწყო, მაგრამ...

"შუქურას" მთავარ მწვრთნელად ოქმში ამჯერადაც ირაკლი ბალაძე ეწერა, დარასელია კი თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. როგორც შევიტყვეთ, ის კლუბის ხელმძღვანელობასთან ვერ შეთანხმდა და ქობულეთელთა მწვრთნელად აღარ იმუშავებს.

"ჩემი ამოცანაა, გუნდი ლიგაში დარჩეს, მაგრამ ფინანსურად გაგვიჭირდა, სპონსორიც ვერ მოვიზიდეთ და კლუბი კატასტროფულ მდგომარეობაშია.

სათანადო პირობების შექმნას ვერ ვახერხებთ და სწორედ ამის ბრალია, ფაქტობრივად დანიშნული დარასელია
რომ ვერ შევინარჩუნეთ...

სხვა რა გზაა, ჩვენი ძალებით შევეცდებით მდგომარეობიდან გამოსვლას. ფაქტია, გუნდს გაძლიერება ესაჭიროება, საამისოდ კი ფულია აუცილებელი", - წუხს ჩელებაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
სადაა დარასელია სად? ვერ მოიგო ეს თამაში და გამოიპარა ხომ? დარასელია რომ მიგყავდათ გენძეხაძის გარეშე როგორ მოიგებდა?
Dragonfly
08 მაისი 2017 21:56
0
რევაზ,წადი, დატოვე კლუბი და გაყიდოს მუნიციპალიტეტმა ის ღია აუქციონზე.სპონსორები და იდიოტები "ფულის ჩუქების ოსტატი ქველმოქმედები" უკვე არ არიან.დაისვენე, "ჩელე არენას" სახელს არავინ გადაარქმევს. კლუბს კი იქნებ რაიმე ეშველოს უშენოდ.
QWERTY
05 მაისი 2017 21:33
0
ამას ტრეინერად ვინ თვლის რა იცის ფულის მეტი არაფერი იცის დარასელიამ
ნიკო
05 მაისი 2017 18:10
0
ამ ჩელემ ძალიან მოგვაბეზრა თავი გამუდმებით ფულზე წუწუნით. თუ ვერ მართავ გუნდს სხვას დაუთმე გზა!
gode
05 მაისი 2017 15:28
0
etkoba moitxova didi fosta daraseliam, torpedos roza tvrdnida fexburtelebs tilshi ejda, aset mtvrneli arz unda shukuras.
jason
05 მაისი 2017 14:17
0
ფული თუ გინდათ ფეხბურთელები მოამზადეთ (თუ იცით მომზადება) და მათი გაყიდვით კლუბი მომგებიანი გახდება!
გუჯა კახაძე
05 მაისი 2017 14:13
0
ფული თუ არ აქ ლეგიონერები უფულოდ მოდიან?? ან რას მოგყავს ეს უვარგისი ლეგიონერები ადექი ქართველი ნახე ვინმე და ის მოიყვანე გუნდში
daviti
05 მაისი 2017 13:50
0
როგორც საფეხბურთო ჩინოსანი რეზო ჩელებაძე როგორ უნდ აიყოს სათავეში დააკცია გუნდი უნამუსოდ იქცევა მსაჯებთან და ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებს და ერთს არაფერს იტყვის რომელიმე ჯურნალისტი მის კაი კაცობებზე და მერფეხბურთის განვითარებას ელოდებით
fexburteli
05 მაისი 2017 13:28
0
ჩელებაძე ფულზე რომ წუწუნებ ყველა გუნდს თანაბარი დაფინანსება რომ აქვს არ იცი შენ??? სკამზე რომ 18 წლის ბავშვები გიზის და ფული ჭამაში მიგდის ასეთი შემადგენლობის მქონე გუნდის დარჩენას რა აზრი ქონდა უმაღლეს ლიგაში
avoee
05 მაისი 2017 13:09
0
რაო ბატონო რევაზ როგორ დაგჩაგრეს მსაჯებმა არა? ეხლა ვიღას დააბრალებ რაც გუნდს დამართე? უკან დაგიბრუნდა ბუმერანგივით შენი არაკაცური საქციელები.
თოკო
05 მაისი 2017 12:40
0

სიახლეები პოპულარული