ეროვნული ლიგა. X ტური: სრული ანშლაგი ბათუმში და "ლოკომოტივის" მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
5 მაისს ეროვნული ლიგის X ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმში გაიმართა. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგის მატჩი შინ თბილისის "ლოკომოტივთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - პენალტი ზუსტად ვალერიან თევდორაძემ დაარტყა. "ლოკომოტივმა" ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლო. 56-ე წუთზე გუნდის ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ თავისი მორიგი გოლი გაიტანა. ამის მერე ბათუმელებს მეორე გოლის გასატანად არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ვერ გაიტანეს. 88-ე წუთზე ვატო არველაძემ ულამაზესი დარტყმით თბილისელებს მორიგი 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ
მატჩმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

Sportall.Ge

თბილისის "ლოკომოტივს" ამ გამარჯვებით 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "დინამო" კი 12 ქულით მეშვიდეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაფერი კარგი იყო, გამარჯვება კი სხვას დარჩა. გულშემატკივრობა კი შეუწყვეტლივ იყო. იქ უნდა ყოფილიყავით. ისე მაყურებელი მინიმუმ ათი ათასი იყო, ბევრი მპვიდა და მერე წავიდა რადგან არ ჩანდა არაფერი, ნაწილი ვერ მოვიდა კვლავ ადგილების გამო და კიდე მიმდებარე ბინები გავსებული იყო.
სტადიონი გვინდა ბათუმში
06 მაისი 2017 20:16
0
კი
gia.
06 მაისი 2017 19:57
0
აი რაღაც მომენტებში ჰოლანდიის და ბელგიის ჩემპიონატებს გავდა ეს თამასი ზედხედით და გადმოცემით,ოთხივე მხრიდან მინიმუმ 1000 კაციანი ტრიბუნა იყოს და მშვენიერია
gigi
06 მაისი 2017 14:04
0
ვინმემ თუ იცით შენდება თუ არა ბათუმში სტადიონი?
გოჩა
06 მაისი 2017 13:55
0
გაკეთეთ სტადიონები,მაყურებელიც მივა,ფულსაც გადაიხდის,ფეხბურთელებს
შემოსავალი გაეზრდება.ბოლოს და ბოლოს
ტოტალიზატორებში ალბათ დახლოებით
500 ათასი კაცი თამაშობს და ნამდვილ ფეხბურთში ხალხი ფულს გასდაიხდის.
999999999999
06 მაისი 2017 12:50
0
ამხელა ქალაქს ასეთი სარაია არ ეკადრება.
ასლანი
06 მაისი 2017 11:57
0
ბატუმის დინამომ კარგად იტამასჰა ,ჰოლეპერია ცინ .....
otar
06 მაისი 2017 10:18
0
ვფიქრობ ბათუმმა კარგად ითამაშა, იღბალმა კი ლოკომოტივს გაუმართლა, რაც ფეხბურთში არც თუ იშვიათად ხდება. წარმატებებს ვუსურვებ ბათუმის დინამოს და სახლში დაბრუნებას ვულოცავ. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. გულისტკივილი კი იმის გამო, რომ როცა გუნდს ყველაზე მეტად დასჭირდა თანადგომა, პირატები სწორედ მაშინ დუმდნენ, რაც ქართული გულშემატკივრების სენია.
gizog
05 მაისი 2017 21:34
0
სამწუხაროდ ბათუმის დინამო დამარცხდა მაგრამ ასეთი ქომაგების გვერდში დგომა მათ ბევრ თამაშს მოაგებინებს. დარწმუნებული ვარ
giorgi
05 მაისი 2017 21:28
0
მაგარი თამაში იყო, სასიამოვნო საყურებელი.
დავრწმუნდი რომ ლოკომოტივი მართლაც ძალაა და თანაც სერიოზულად, გააზრებულად თამაშობს.საინტერესოა თუ რას ფიქრობს სამტრედიის ხელმძღვანელობა როცა მორიგ გოლს უყურებს თავისი ყოფილი გოლეადორის, სიხარულიძის.
იმედია რომ ბათუმი მოუმატებს ხარისხს და
უფრო სასიამოვნო საყურებელი იქნება მათი თამაში.
Guadua
05 მაისი 2017 21:20
0

სიახლეები პოპულარული