ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბებისთვის პრემიალური თანხა შემცირდა. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ სფფ-ს გენერალურ მდივნის დავით მუჯირისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და კლუბების ხელმძღვანელთა ქობულეთურ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო თემა განიხილეს, ერთ-ერთი თემა კი სწორედ პრემიალური სისტემა იყო. მაშინ ითქვა, რომ ეროვნული ლიგის კლუბი მოგებისთვის 30 ათას ლარს მიიღებდა, ლიგა 2-ის კი - 15 ათასს.

- პრო ლიგა 1-ში მოგება 30 ათას ლარად შეფასდება - ქობულეთური შეხვედრის უცნობი დეტალები

"სეზონის
დაწყების წინ აღნიშნულ საკითხზე აღმასკომმა იმსჯელა და ეროვნული ლიგის კლუბები მოგებაზე 20 000 ლარს მიიღებენ. ლიგა 2-ში მოგებაზე პრემიალური 10 ათასი ლარია.

გარდა ამისა, კლუბები თანხებს დავით ყიფიანის სახელობის თასზე წარმატებული გამოსვლისთვისაც მიიღებენ - ქვეყნის თასზე ერთი ბარიერის გადალახვისთვის კლუბი 10 ათას ლარს მიიღებს.

თანხებზე არ იმოქმედებს ლიმიტი - ყველა კლუბი, მოგებისთვის რა თანხასაც გამოიმუშავებს, სრულად მიიღებს", - გვითხრა მუჯირმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სანამ მაგ პრემიების დარიგების დრო მოვა ვინ იცის კიდევ რამდენს დააკლებენ? და რატომ იქნებ ზუსტად განმარტოთ? ეს მტლიანობაში დიდი თახაა!!!
Dragonfly
11:15 08-05-2017
0
წინსვლა და ინვესტორების მოზღვავება შეინიშნება და რარად გვინდა პრემიები, მიზანი მიღწეულია...
irakli Apkhaidze
22:38 06-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული