ეროვნული ლიგა. XI ტური: თბილისური დერბი "დინამომ" დამაჯერებლად მოიგო

AutoSharing Option
10 მაისს, "დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის XI ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამომ" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" უმასპინძლა და დერბიში ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

მატჩის პირველი ტაიმი დინამოელთა შეტევების ფონზე წარიმართა. ანგარიში მატჩის 28-ე წუთზე ბექა მიქელთაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. 8 წუთში შორიდან ოთარ კიტეიშვილმა გაისროლა - 2:0.

64-ე წუთზე ბაჩანა არაბულის აქტიურობას გულვერდ თომაშვილის ავტოგოლი მოყვა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ამ შეხვედრაში გასული ბოლო გოლი იყო.

ამ გამარჯვებით "დინამოს" 27 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეადგილოსან
"ლოკომოტივთან" კი სხვაობა 6-მდე გაზარდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
პაპუნაშვილი ძალიან ცუდად მოიქცა და სასჯელი დაიმსახურა,მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ბიჭია და ამის გამო მისი კარიერის დანგრევა გამართლებული ვერ იქნება.სასჯელი დამნაშავის გამოსასწორებლადაა საჭირო,თორემ გაფუჭებულ საქმეს აღარაფერი ეშველება.მეორის მხრივ,გიორგი ამბიციური ბიჭია და ვფიქრობ გუნდში ლიდერობის ამბიციაც აქვს,მაგრამ იმ ინციდენტის შემდეგ გამოჩნდა,რომ მას გაცნობიერებული არა აქვს ,რას ნიშნავს იყო კაპიტანი.ასე რომ მისი გალიდერება კარგა ხნით გადაიდო.
სოსო
11 მაისი 2017 10:28
0
ჩამოვა ეხა გორში დინამო და დილა დააწყნერებს
lasha
11 მაისი 2017 10:10
0
არ შეიზლება ასე ლაპარაკი პაპუნაშვილი დინამოს ჭირდება .axalgazrdebi arian da emociurebi kargad daalaga kachom maladec
irakli
11 მაისი 2017 09:06
0
ეს დააბრუნეს მაინც? არა რა ქართულ ფეხბურთს არ ეშველება ესე არასდროს. რომან ამდენ ფულს ხარჯავ და დაალაგე მენეჯმენტი რა. აიღე იუვენტუსის მოდელი და გამოიყენე იდეალურია საქართველოსთვის.
gia
11 მაისი 2017 01:26
0
კაჭარავა ყოფილა უპრინციპო, თორემ პაპუნაშვილს დუბლებშიც სკამი უნდა ეხეხა ერთი წელი მაინც, თავისი საქციელის გამო,თუმცა მან მაინც დიდი უარყოფითი დაღი დაუსვა თავის ადამიანობას და კაცობას.

თენგო
10 მაისი 2017 22:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული