ფრთხილად - "ჩელე არენა" ჩვეულებრივი სასაკლაოა!

AutoSharing Option
13 მაისს, ქობულეთის "ჩელე არენაზე", უცნაური ამბავი მოხდა: ფოთის "კოლხეთისა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩის (0:3) 88-ე წუთზე არფანგ დაფემ დაადო თავი და... მოედნიდან გავიდა. ბევრს ეს მხედველობიდან გამორჩა, მათ შორის - ტელეკამერებსაც. სენეგალელი ლეგიონერი დაშავებული იყო და მოედნიდან გასვლას ერიდებოდა, მაგრამ მოედანმა ფეხი კიდევ უფრო აატკივა და პირდაპირ სათადარიგოთა სკამისკენ წავიდა. შედეგად, კოლხები მოედანზე 10 კაცის ამარა დარჩნენ.

ეს იყო უცნაური თამაში იმ მხრივ, რომ ფოთელებს სათადარიგოთა სკამზე მოთამაშე არ ჰყავდათ, მეკარე ნიკა შერმადინის გარდა. საქმე ისაა, რომ დისკვალიფიკაციის გამო
ვერ თამაშობდნენ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი, ასევე, ავთო ენდელაძე და თამაზ ჟიშკარიანი, ხოლო ცოტნე ქებურია, ერიკ უმა ოტიენო, ალექსანდრე კვარაცხელია და ლაშა გოგონაია ტრავმირებულნი იყვნენ.

- "ჩელე არენაზე" დაშავებულთა რიგებს გიორგი ქავთარაძეც შეუერთდა

ფოთელთა მთავარი მწვრთნელი გელა სანაია მიიჩნევს, რომ "კოლხეთმა" სტადიონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თუ ჩემპიონატში თამაშის გაგრძელება სურს.

"მთელი შეხვედრის განმავლობაში ვშიშობდი, ვინმე არ დაშავებულიყო, მაგრამ... დაფესაც ეტკინა ფეხი და სხვა გზა არ იყო - 10 კაცით უნდა გვეთამაშა. ამ ყველაფრის თავი და თავი საშინელი ტრავმიანობაა.

ქობულეთელებზე ენა როგორ უნდა მოგვიბრუნდეს, მათ ჩვენი პრობლემები გაითვალისწინეს და "ჩელე არენაზე" შეგვიშვეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მოედანზე თამაში თავად "შუქურას" აღარ სურს და საფარის უხარისხობის გამო მისი შეცვლა იგეგმება. ამ მოედანმა ჩვენი მოთამაშეების ჯანმრთელობა შეიწირა.

მოკლედ ვიტყვი - ეს მოედანი ჩვეულებრივი სასაკლაოა. აქ თუ კიდევ ვითამაშეთ, შემდეგ შეხვედრაზე, შესაძლოა, 5 მოთამაშეც აღარ დაგვრჩეს და ჩემპიონატში ჩვენი გამოსვლაც საკითხავი გახდეს", - წუხს სანაია.

ფოთელთა დამრიგებელს ის კითხვა დავუსვით, რაც ბევრს გაუჩნდა - ტრავმირებულ-დისკვალიფიცირებულთა ამბავი გასაგებია, მაგრამ ხელი რამ შეუშალათ, რომ 19-წლამდელთა გუნდიდან მოთამაშეები ვერ დაიმატეს? ამით იმიტომ დავინტერესდით, რომ მომხდარზე "ლელოს" უთხრეს - ფოთელებს ეკიპირებისთვის ფული არ აღმოაჩნდათო... სანაიასთან ეს ინფორმაციაც გადავამოწმეთ:

"ეს იმდენად უხერხული თემაა, ლაპარაკიც არ მსურს. ფაქტია, მოთამაშეთა დამატება ვერ მოხერხდა".

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ "კოლხეთმა" მხოლოდ 10 ქულა დააგროვა და მის თავს არსებული საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. სანაია ამბობს:

"ვითარება ძალიან არასახარბიელოა და რაღაც რომ უნდა შეიცვალოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ გადათამაშებაში მოხვედრის პერსპექტივა გვაქვს.

საერთოდ, ჩვენი მიზანი არის ეროვნულ ლიგაში დარჩენა და მნიშვნელობა არ აქვს, ამას გადათამაშებით მოვახერხებთ თუ ლიგაში ადგილს პირდაპირი გზით შევინარჩუნებთ. მთავარია, ეს ისტორიული კლუბი ფეხზე დადგეს და ლიგაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ქართული ანდაზაა პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა ეზო მრუდეაო. ესე ემართება სანაიას.
0
mindori daaget sirzxvilia, xelovnuri rato unda daagot saertod sakartveloshi zimbiria tu grenlandia???
data
16:09 16-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული