"ზესტაფონი"-"კოლხეთის" მოულოდნელი ნული

AutoSharing Option
ამ მატჩის შედეგს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ არათუ ტურის, არამედ მთელი ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი სენსაცია. რამდენიმე დღის წინ "კოლხეთში" შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ გიამბეთ. ამას გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ბესიკ შეროზიას წასვლა მოჰყვა და ფოთელები "ზესტაფონთან" სათამაშოდ დავით მახარაძემ გაიყვანა. აი, ასეთი უმაღლესლიგური სამწვრთნელო დებიუტი მოიწყო წლების წინ "კოლხეთის" ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა.

ამ ტურამდე გია გეგუჩაძის გუნდმა "კოლხეთზე" უფრო ძლიერი ზუგდიდის "ბაია" 6:1 გაანადგურა და ზესტაფონელი ქომაგები ცხადია, მოვლენათა დაახლოებით ამგვარ განვითარებას ელოდნენ. თუმცა გადიოდა დრო და საგოლე მომენტების სიმრავლის მიუხედავად, მასპინძლები
ანგარიშის გახსნას ვერაფრით ახერხებდნენ.

სტუმრებმა ის ტაქტიკა აირჩიეს, რომლის გარეშეც წარმატების შანსი არ ექნებოდათ - ყრუ დაცვაში ჩადგნენ და კონტრშეტევებზე გადასვლა, ფაქტობრივად, არც უცდიათ. შესანიშნავად ითამაშა "კოლხეთის" ახალგაზრდა მეკარე ლაშა ძაგანიამ, რამდენიმეჯერ იხსნა თავისიანები.

გეგუჩაძემ როტაციას მიმართა და ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ასეთი დასანანი ქულების დაკარგვა მაინცდამაინც ამის ბრალი იყო, რადგან გამარჯვების გოლის გატანა არაერთ ფეხბურთელს შეეძლო. ჯაბა დვალის დარტყმა მეკარემ მოიგერია, თორნიკე გორგიაშვილსა და თორნიკე აფციაურს მიზანმა ოდნავ უმტყუნა, მატჩის ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ გელაშვილმა ვერ გამოიყენა რეალური საგოლე შესაძლებლობა.

"ზესტაფონმა", რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი რიხით დაიწყო და ჩემპიონობის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად იქცა, მოულოდნელად წაიფორხილა და საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა უმაღლესი ლიგის ერთპიროვნული ლიდერები ამ უსიამოვნო დღის დროულად დავიწყებას და დანაკარგის ანაზღაურებას.


ზესტაფონი-კოლხეთი 0:0
12.03. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 500 მაყურებელი

ზესტაფონი კოლხეთი
4-4-2 4-5-1
რ. კვასხვაძე ძაგანია
ალადაშვილი გავაშელიშვილი
მ. კობახიძე ინწკირველი
გ. ონიანი მეგრელიშვილი
ელიავა გეგელია
გორგიაშვილი გელაჭეიშვილი
ბაბუნაშვილი გოგონაია
ძარია გვალია
აფციაური გულუა
დვალი სიჭინავა
წინამძღვრიშვილი სამადაშვილი
მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
გ. გეგუჩაძე დ. მახარაძე

ზესტაფონი
46. ბაბუნაშვილი - ბენაშვილი
52. დვალი - გელაშვილი
64. ალადაშვილი - გრიგალაშვილი
სათადარიგოები: მეშველიანი, ხიდეშელი, გ. ფოფხაძე, დაუშვილი

კოლხეთი
21. გეგელია - მოისწრაფიშვილი
46. სამადაშვილი - წიქარიშვილი
82. მოისწრაფიშვილი - მდივნიშვილი
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ბარამიძე, გვიჩია, საცერაძე

გაფრთხილება: ალადაშვილი (36), გავაშელიშვილი (54)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული