გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
გაბალამ მოგიგოთ ორივეს. კიდევ ჩვენ უნდა
შეგვრხვეს? ოღონდ ამასაც ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ ბატონო გია. ნერვები გვეშლება თქვენს გამო და ამიტომ არ დავდივართ. აგერ ბატონო მოდის ევროტურნირები და თქვენი თამაშით გასცემთ პასუხს რატომ არ დავდივართ
დუდუ
22 მაისი 2017 15:17
0
ისევ გიას გაზრდილმა და განვითარებულმა მოუგო სამტრედიას. მაგას არავინ არ წერთ. არაბულის გარეშე 0 ია დინამო შედეგის მხვრივ, თორემ ისე ძალიან მაგარი ახლგაზრდები ყავთ. ბაჩო საუკეთესოა წელს, შარშან ზივზივაძე იყო.... წარმატება ქართულ ფეხბურთს !!!
კახა
22 მაისი 2017 15:17
0
ეჰ გია გია შენ მაგით ჭამ სვამ და ხელფასს გიხდიან მაგის გამო,მოკლედ მაგ მწვრთნელობა გაცხოვრებს,უბრალო ადამიანს კი რა ესაქმება ისეთ ჩამხობილ ფეხბურთზე სასიარულოდ როგორიც ქართული ფეხბურთია? ადამიანებს უამრავი თავის პირადი პრობლემები აქვთ და სტადიონზე ასეთი ადამიანი არ მოვა მანამ სანამ რაიმე საინტერესოს არ შესთავაზებ.იქნებ თვითონ ცეცაძეც მწვრთნელი რომ არ ყოფილიყო ასევე არ ეარა ეროვნული ჩემპიონატის საყურებლად...ადამიანი დროს რომ კარგავს და ფულს იხდის შესაბამისად რაღაც უნდა შესთავაზო და სთავაზობს კი რაიმეს საქართველოს ჩემპიონატი დღეს მაყურებელს?
Temuri
22 მაისი 2017 15:08
0
ვერ გავიგე რა უნდა ზოგიერთს , ქართული ფეხბურთი მიყვარსო და არც სტადიონზე დავდივარ და არც ტელევიზორში ვუყურებო, უყვარს კი ??? ზოგიც კიდე საჭმელიო რაოიონებში ხალხი უფრო გაჭირვებულად ცხოვრობს არც ეს არგუმენტი ვარგა, ზოგი კიდე სვარკის ყურება ჯობიაო- მერე მიდი და უყურე კა დაგემაღტოს იქნებ, ზოგიც კიდევ ღადაობს (გელა) . ჩვენთან ფეხბურთის ყურება და სიყვარული ბევრს ტოტალიზატორის კართან აყუდება ჰგონია (თან ისეთებს სულ ერთი გუნდი რო გაუსხამს) . ფეხბურთი თუ გტკივა და გიყვარს სტადიონზე უნდა მიხვიდე (თუ მისვლა შეგიძლია) და ვიღაცას უგულშემატკივრო (გული უნდა გტკიოდესო , ამას ნიშნავს). საკუთარი გლახა რომ უნდა გერჩივნოს ესეც არ დაავიწყდეს ვინმეს, იმოტომ რომ შენია !!!
მოდით ხალხო სტადიონზე და თუ ხარისხიან ფეხბურთს ვერ უყურებ იმას მაინ ხომ გააკეთებ რომ ხან აყვირდები, ხან დაუსტვენ და მიხვდება ის ფეხბურთელიც რომ სადღაც შეეშალა, ეცდება გამოსწოროს. და თუ არ გაინტერესებთ მაშინ ამ პოსტების წერაზე რაღას იკლავთ თავს და აქილიკებთ ფეხბურთში (ავად თუ კარგად ) ჩახედულ ხალხს
გივი
22 მაისი 2017 14:57
0
განზე გაგიყვან
Gela
22 მაისი 2017 14:40
0
არა ბიძიებო სტადიონზე სიარული რად გვინდა კაი.... ამზე არ ჯობია ფიქრი.
toma
22 მაისი 2017 14:39
0
Ganzec gadi da imis ikitac. Cota zrdilobas mouxme!
Gugas
22 მაისი 2017 14:38
0
მე ძალიან მიყვარს სპორტი,განსაკუთრებით სპორტის N1 სახეობა ,მისი უდიდესებულება ფეხბურთი,სპორტის ამ სახეობას ვესცერთი სახეობა ვერ შეედრება,ეს აქსიომაა.სპორტის ვერც ერთი სახეობა ვერ იძლევა,ისეთ ემოციებს და სიხარულს,როგორსაც იძლევა ფეხბურთი,დამერწმუნეთ ესეც აქსიომაა,მე პირადად ის გულშემატკივარი ვარ,რომელიც სტადიონზე ძალიან ხშირად დავდიოდი,მე უყურებდი ფეხბურთის ისეთ ოსტატებს(როგორც მსოფლიო დონის,ისე საბჭოთა კავშირის დონის),როგორებიც იყვნენ:გივი ჩოხელი,სლავა მეტრეველი,მიხაილ მესხი,მურთაზ ხურცილავა,შოთა იამანიძე,სერგო კოტრიკაძე,გივი ნოდია,მანუჩარ მაჩაიძე,კახი ასათიანი,რეზო ძოძუაშვილი,დავით ყიფიანი,ალექსანდრე ჩივაძე,შოთა ხინჩაგაშვილი,რამაზ შენგელია,ვლადიმერ გუცაევი,თენგის სულაქველიძე,ვიტალი დარასელია,ოთარ გაბელია და კიდევ უამრავ სხვა ფეხბურთელს,რომლებიც ასევე მოხსენიების ღირსნი არიან,აი ჩემო საყვარელო ცეცაძევ ამ დონის ფეხბურთელების საყურებლად,რომ არ მიხვალ,კი ბატონო ეს არის დიდი სირცხვილი,ხოლო,რასაც თქვენ და თქვენისთანები ითხოვთ,ეს მართლაც დიდი სირცხვილია,არაფლის მაქნისი მწვრთნელები,არაფლის მაქნისი ფედერაცია და არაფლის მაქნისი ფეხბურთელები,აი ვის ეკუთვნის თქვენი "სირცხვილი",თქვენ კი მისამართი შეგეშალათ და საყვედურს არასწორ მისამართს აძლევთ,ხალხი ბრძენია და მათ ვეღარ შეიყვანთ შეცდომაში ამ თქვენი ეპიზოდური მატჩებით,ჯერ გააუმჯობესეთ ფეხბურთის ხარისხი,ააშენეთ ნორმალური სტადიონები და ბაზები და მერე მოითხოვეთ ხალხისგან სტადიონზე მოსვლა,წინააღმდეგ შემთხვევაში ამის იმედი ნუ გექნებათ,რაც შეეხება რეგიონებში ხალხის სტადიონზე სიარულს,ეს ნამდვილად ასეა,მაგრამ იქ არა თქვენი და თქვენი ფეხბურთელები ხიბლავენ მათ,არა უბრალოდ რეგიონები ისეა ჩამკვდარი,რომ სტადიონზე წასვლის მეტი იქ არაფერი ხდება სასიამოვნო,ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ერთი,რამ რის გარეშე სიმართლე ნახევრად თქმული გამოვა,მე მახსოვს ასვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატთან ერთად,როგორი საინტერესო იყო დინამოს მონაწილეობა ევროტურნირებზე,მე თავად ვარ ამის შემსწრე და მნახველი,არცერთი ქვეყნის ჩემპიონატი არ იქნება საინტერესო,თუ ამ ქვეყნების კლუბები მონაწილეობას არ იღებენ ევროტურნირებზე და წარმატებით,ასევე ესეც გასათვალიწინებელია,ასე,რომ ცარიელ სტადიონებს ხალხს ნუ დააბრალებთ,ჩახედეთ თვალებში საკუთარ კომპენტენციას და ამ სფეროში მოღვაწე ამ ბოლო 30 წელიწადში მოღვაწე ადამიანების კომპენტენციას და გამოიტანეთ სწორი დასკვნები.
roma
22 მაისი 2017 14:29
0
სირცხვილი ფეხბურთელებს, სტადიონზე თამაში რომ გეზარებათ!
დათო
22 მაისი 2017 14:25
0
რაიყო გულზე მოგხვდატ ტბილისლებოო... აბირჯავეტ და ...იკეტეტ აბა და ლარიანი ბილეტები წერეტ...
gaga
22 მაისი 2017 14:19
0

სიახლეები პოპულარული