აღიარება: გიორგი ხარაიშვილს ევროპაში აკვირდებიან

AutoSharing Option
გიორგი ხარაიშვილი აღმოსავლეთ ევროპის 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელეს - "საბურთალოს" კაპიტანსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველზე ეს ინფორმაცია ჰოლანდიურმა ავტორიტეტულმა გამოცემა Voetbalzone-მა გამოაქვეყნა.

"დაახლოებით ექვს კვირაში სატრანსფერო "ფანჯარა" ისევ გაიხსნება და ნაკლებად ცნობილი სახელებიც გამოჩნდებიან. რა თქმა უნდა, უფრო მეტად ილაპარაკებენ ისეთი ფეხბურთელების გადასვლებზე, როგორებიც არიან ანტუან გრიზმანი და ალექსის სანჩესი. მაგრამ არის უამრავი მოთამაშე, რომელთაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ მათი გვარები ყველა სელექციონერმა იცის. ამჯერად, აღმოსავლეთ ევროპის 20 ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეს წარმოგიდგენთ"... - წერია გამოცემაში.

ჰოლანდიურმა გამოცემამ
ხარაიშვილი ასე წარადგინა:

"საბურთალოს" 20 წლის ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა 92 ოფიციალურ მატჩში 43 გოლის გატანა მოახერხა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშე გახდა. მისი თამაშის სანახავად, საქართველოში არნემის "ვიტესის" მენეჯერი თეო იანსენი იმყოფებოდა. ამას გარდა, ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან "პსვ ეინდჰოვენი", "ანდერლეხტი" და "ბრიუგე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
და ამ დროს ცოტათი მოშორებით პრემიერ ლიგაში 13 წლის ჰარრი კეინს 30 თამაშში 27 გოლი გააქვს :)
კიდევ აქვს ვინმეს ილუზია საქართველოს ფეხბურთის მომავალში?!
vova
14:55 23-05-2017
0
გიორგისათვის გაცილებით უკეთესი იქნებათუ ერთი წელი კიდევ დარჩება აქ,ასეთი დატვირთული სათამაშო პრაქტიკა არა მგონია იქ ვინმემ მისცეს,მისი შედარებით დაბალი სატრანსფერო ფასის გამო კი ფერობას არავინ დაუწყებს და შეიძლება ბუდუ ზივზივაძის მსგავსად შანსიც კი არ მისცენ.ასევე არ ვურჩევ ნიკა კვეკვესკირს ტობოლში გადასვლას,ერთია რომ გადაკარგულშია და მეორე,რომ არა მგონია გაბალაზე ძლიერი იყოს,ევროპის ხედვის არეშიც გაბალადან უფრო მოხვდება,თანაც ვინ იცის,ახალ გუნდს როგორ შეეგუება.
სოსო
15:21 23-05-2017
0

სიახლეები პოპულარული