ასეთ გუნდში მუშაობა უფრო საინტერესოა! "შუქურას" გიორგი შაშიაშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
გადაწყვეტილია, რომ "შუქურას" 37 წლის გიორგი შაშიაშვილი უთავკაცებს.

მან კარიერა 2013 წელს დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. 2013-16 წლებში თბილისის "დინამოს" აკადემიაში მუშაობდა - ჯერ 14-წლამდელებს წვრთნიდა, ბოლოს კი 19-წლამდელებში გადაიყვანეს. აკადემია შარშან დატოვა.

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" (უთამაშია "შტურმში", "ჩერნომორეცში", "ალანიასა" და "ერგოტელისში") ყოფილი მცველი, უკვე მთავარი მწვრთნელის სტატუსით, "შუქურას" "ლოკომოტივთან" მომდევნო ტურის შეხვედრაშივე უხელმძღვანელებს.

"ლელომ" შაშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ასაკობრივი გუნდებიდან დიდ ფეხბურთში გადასვლა მწვრთნელისთვის სასიამოვნოა, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი "შუქურას" გაძღოლა სარისკო საქმეა...
- გეთანხმებით, მაგრამ გამოუცდელ
მწვრთნელს მსოფლიო გრანდს ვინ მანდობდა? ყველამ რაღაცით უნდა დაიწყოს, ჩემთვის კი ეროვნული ლიგის გუნდის გაწვრთნა სერიოზული გამოცდაა. დასამალი არ არის, რომ ბავშვთა ფეხბურთში დარჩენა აღარც მსურდა.

- დიდად აღტაცებული არ დარჩებოდით ბათუმის "დინამოსთან" თქვენი ახალი გუნდის თამაშით...
- რა თქმა უნდა, "შუქურა" მძიმე მდგომარეობაშია, გუნდი თითქოს ჩამქრალია... ისიც გასათვალისწინებელია, რომ მომდევნო ტურებში ვხვდებით თბილისის "ლოკომოტივს", "დინამოს", "დილას", "საბურთალოს"... მძიმე ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მუშაობა უფრო საინტერესოა.

- გაძლიერების გარეშე გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება...
- ეს საკამათო არ არის, მაგრამ მეორე წრის ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია და რა რესურსიც გვაქვს, იმას უნდა დავჯერდეთ. მერე კი ცვლილებები იქნება.

- მანამდე რა ცვლილებებს გეგმავთ?
- რამდენიმე მოთამაშე ინერტული იყო. გუნდში ასეთი ფეხბურთელების ადგილი არ არის. გვყავს რამდენიმე საინტერესო და გამოცდილი ფეხბურთელი, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება.

- ხელშეკრულება რა ვადით გააფორმეთ?
- ამაზე ხუთშაბათს ვიმსჯელებთ. თუმცა სიტყვიერად უკვე შევთანხმდით და ბათუმის "დინამოსთან" მატჩამდე გუნდს პირველი დავალებებიც მივეცი.

- სამწვრთნელო შტაბში რა ცვლილებები იგეგმება?
- რევოლუციას არ ვაპირებ. ეს ხალხი გუნდში იქნება, რადგან ბევრი რამ იციან და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ცოდნითა და გამოცდილებით დამეხმარებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები შაშის. აჭარიდან ორი გუნდი ბევრი არაა უმაღლესში. აბა კახეთმა რა უნდა თქვას? სამჯერ დიდია აჭარაზე და ერთი გუნდიც არ ყავს უმაღლესში კი არა ლიგა ორშიც კი.
ქომაგი
26 მაისი 2017 09:22
0
es bichi sauketeso mtvrneli gaxdeba guli migrznobs! alles gute!
chiko
26 მაისი 2017 01:32
0
აჭარიდან 2 გუნდი უმაღლესში ბევრია.....
დინამო
25 მაისი 2017 20:39
0
ეჰ, ჩელე, ჩელე, ეტყობა ძალიან აწყენინე ელიკაშვილს და გაგაგდებს უმაღლესიდან.
კახურა
25 მაისი 2017 17:03
0
სანამ გუნდში იქნება ჩელე, ამ გუნდს არაფერი ეშველება. გასაოცარია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მას რატომ არ სთხოვს პასუხს არსებულ მდგომარეობაზე.
ფანი
25 მაისი 2017 16:29
0
უთუოდ გამოადგება შაშიაშვილის გამოცდილება, ისეთი გუნდები დააყენა ფეხზე და შუქურას ვეღარ უშველის? მალადეც ჩელებაძე , ეს რა სისტემა შემოიღო ფედერაციამ არა? ვეღარ აწყობ და ყიდულობ ხო თამაშებეს?მიდი ჩელე მიდი რაღა დარჩა პირველ ლიგამდე. ცოტაცა, ცოტაცა და.....
ფეოლა
25 მაისი 2017 15:48
0

სიახლეები პოპულარული