44 წლის უკრაინელი სპეციალისტი 2014 წელს ქობულეთის "შუქურაში" მუშაობდა, იყო ოდესის "ჩერნომორეცის" დუბლებისა და ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელი, ბოლოს კი იმავე "ჩერნომორეცის" საფეხბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი გახლდათ.
ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, დინამოელთა ახალმა თავკაცმა "რაგბი არენაზე" გუნდი უკვე ავარჯიშა.
ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" საკუთარ ქალაქში თამაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ეღირსა. გუნდი მორაგბეთა არენაზე შეიფარეს, მალე კი ანგისას საფეხბურთო ბაზის მშენებლობაც
"გადაწყვეტილია, რომ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ვითამაშებთ. ეს იყო ერთადერთი ვარიანტი, სხვა სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა არც განხილულა, რადგან გულშემატკივრებზე ვფიქრობთ - ბათუმში დაბრუნების შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მათ ევროპალიგის თამაშზე დასწრება ენდომებათ. ქუთაისი კი ბათუმიდან ყველაზე ახლოსაა იმ ქალაქებს შორის, სადაც ლიცენზირებული სტადიონია და უეფას ეგიდით თამაშების ჩატარება შესაძლებელია", - ამბობს ბათუმელთა დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.
მისივე თქმით, ქუთაისში წასვლის მსურველებს კლუბი ყველანაირად დაეხმარება:
"ჯერ ერთი, ქუთაისის სტადიონზე ევროპალიგის მატჩზე დასწრება უფასო იქნება და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნებზე მხოლოდ ბათუმელები არ იქნებიან - ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ და მათი თანადგომის იმედიც გვაქვს. ამას გარდა, ჩვენს გულშემატკივარს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ასე იყო 2015 წელსაც, როცა ზესტაფონში კვიპროსული "ომონია" მივიღეთ და მაშინ ბათუმიდან საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჩამოვიდა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"