რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!

AutoSharing Option
სასტუმრო "მოხალისეში" გამართულ შეხვედრაზე ბევრი სიახლე გაირკვა. ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა კლუბების წარმომადგენლებს გასულ კვირას, მთავრობის 217-ე დადგენილებაში შესულ ცვლილებასა და მის მოტივებზე აცნობეს.

- [ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი

ამ შეხვედრასა და ცვლილებებზე კომენტარისთვის ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელს დავუკავშირდით.

გიორგი ყიფიანი, თბილისის "ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი:
"ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, რადგან გაუგებარი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რაც ფეხბურთის განვითარების პროგრამის ორგანიზატორებისგან ახსნა
-განმარტებებს ითხოვდა.

მთავარი იყო ეს საკითხი - საბაზისო თანხის 900 ათასამდე შემცირება და სტიმულირების ფონდის 600 ათასამდე გაზრდა. ამან კლუბებს სტიმული უნდა მისცეს, რათა სპონსორული თანხები მოიზიდონ და კომერციალიზაციაზე იზრუნონ.

მესმის, რომ ეს რთული საკითხია, ქართულ ფეხბურთში ფულს უცებ არ დააბანდებენ, მაგრამ თუ ასე ვიძახეთ, რომ არაფერი გამოვა და მცდელობაც არ გვექნება, ცხადია, ფეხბურთის კომერციალიზაცია შეუძლებელი გახდება. ამისკენ ეტაპობრივად უნდა წავიდეთ, რასაც კლუბების მენეჯმენტის გარდაქმნა და უკეთ ამუშავება დასჭირდება".

ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორი:
"ამ სიახლეებში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლუბებს კერძო საკუთრებაში გადასვლისთვის ბიძგი მიეცათ. ვინც მეტ კერძო ფულს მოიძიებს, მეტად მოგებულიც დარჩება.

პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ისიც დადებითი მოვლენაა, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამები განხორციელდება, უკეთეს მოედნებსა და სტადიონებზე თამაში კი ჩემპიონატს წაადგება.

ცხადია, გვაინტერესებდა, კლუბები პრემიალურ თანხებს როდის მივიღებდით. აღმოჩნდა, რომ ფული ივნისის ბოლომდე შეუფერხებლად უნდა დაგვერიცხოს. ეს კი ევროთასებზე გასულ გუნდებს დროულად გაძლიერებისა და უკეთ მომზადების საშუალებას მოგვცემს".

ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე კი ცვლილებებს უარყოფითად აფასებს:

- ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ? საბაზისო დაფინანსება არათუ უნდა შეემცირებინათ, უნდა გაეზარდათ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ორიოდე კერძო კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს და არა - ქართული ფეხბურთის. ახლა, სპონსორს თუ ვერ მოვძებნით, ისევ უნდა ვიწვალოთ?

- თქვენი აზრით, ბიზნესი ქართული ფეხბურთით არ დაინტერესდება?
- როგორ დაინტერესდება?! ახლა ქართული საკლუბო ფეხბურთი სუსტია, ჩვენი ფეხბურთელები ტოპლიგებში აღარ თამაშობენ... ერთი ლევან მჭედლიძე იყო და მისი გუნდიც გავარდა სერია A-დან. კლუბები და ნაკრებები ვერაფერს აღწევენ და ასეთ მდგომარეობაში ჩვენს ფეხბურთში ინვესტირებას რომელი ბიზნესმენი გადაწყვეტს? დაინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თურქულ მოდელს ავამუშავებთ და ბიზნესს გარკვეულ შეღავათს მივცემთ.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- თურქეთში ბიზნესი მოგების გადასახადს, ბიუჯეტის ნაცვლად, ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბში რიცხავდა. დღეს კი ბიზნესს ქართული ფეხბურთი დიდად გულზე არ ეხატება და კანონმდებლობაში ცვლილება თუ არ შევა, ჩვენკენ ვინ გამოიხედავს? ამიტომ, ფეხბურთს სახელმწიფომ უნდა მიხედოს, თუ უნდათ, რომ ფეხზე დადგეს და გაძლიერდეს.

სახელმწიფოს ბევრი რამ შეუძლია: საქართველოში 100-მილიონიან პროექტებს რომ ახორციელებენ, იმ კომპანიებს დაელაპარაკონ, რომ თანხის ნაწილი კლუბებს მოახმარონ. ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. საერთოდ, პროგრამის განხორციელება სხვაგვარად უფრო ლოგიკური იქნებოდა.

- როგორ?
- ჯერ ინფრასტრუქტურა არ შენდება. არადა, ფონდი ამით უნდა ყოფილიყო დაკავებული, რაიონებს კი კლუბები ძველებურად შეენახათ, მაგრამ თანხების ხარჯვა მკაცრად გაეკონტროლებინათ.

აჭარაში ფეხბურთი უყვართ, გუნდებს ინახავდნენ და კარგადაც გვაფინანსებდნენ. ახლა კი ლამის 3-ჯერ ნაკლებს ვიღებთ.

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით - რუსეთში ქართველი ლეგიონერები მილიონ ევრომდე იღებენ, ანუ სამჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი კლუბი ფინანსდება და ასე ფეხბურთის განვითარებაზე ლაპარაკი ძნელია. დაუბრუნონ ქალაქებს კლუბები, თავად კი ფონდის სახსრებით ინფრასტრუქტურა ააშენონ, ეს უფრო ლოგიკური იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
რაც მოგცეს იმით რა გააკეთე? ელემენტარული გაზონი არ შეცვალე სადაც უამრავი ფეხბურთელი ტრანვას იღებს. ხომ ხედავ არაფერი გესმის მენეჯმენტის და წადი სახში რა. ფეხბურთი ბიზნესია და შენ თუ არ შეგიზლია სპონსორის მოზიდვა დაანებე თავი ამ მანიპულაციებს.
beqa
10 ივნისი 2017 15:54
0
ჩელე,ბურთს თუ არ გაიტანდი ბიძები ფულს თუ
გაძლევდნენ,ხოდა სახელმწიფომ ფული რატომ უნა მოგცეს
9999999999
10 ივნისი 2017 15:28
0
რაც შეილება მალე უნდა მოშორდნენ ფეხბურთს ეს, ძოძუაშვილი, ჩივაძე და მაგათი ..., ...ხალხი ხართ, არ დაიცკოთ ეხა ვეტერანები და ჯანდაბა, .... ჩელებაძე რო .... რა არ გყოFნის შენც არ მყავდე ბეკენბაუერი
iakobi
10 ივნისი 2017 15:16
0
გადასცენ შუქურა ამ კაცს საკუთრებაში, მაინც ეგ არის მანდ რაც თავი მახსოვს, მერე მისი ასეთი საუბარი სასაცილო გახდება. რამდენადაც კარგი ფეხბურთელი იყო, იმდენად სუსტი მენეჯერია. ეს მუდმივი წუწუნი კიდე არ უხდება კაცს.
კოტე
10 ივნისი 2017 14:27
0
კარგია ეს თაობა რომ ასაკშია, რაც მალე მოშორდება ქვეყანას ესეთი აზრივნების ადამიანი მით უფრო მალე გვეშველება! ამათი გამოსწორების შანსი არ არსებობს ამიტომ გამოსავალი არის თაობების ცვლა... იმედია მ.... ესეთI აზროვნების მქონე ადამაინები!
დინამო
10 ივნისი 2017 14:17
0
მე საერთოდ არ მესმის ჩემი გადახდილი გადასახებიდან ჩელებაძეს 1 თეთრი თუნდაც რატო უნდა მისცენ, იმედია მალე წავა ეს თაობა საერთოდ ყველაფრიდან, აზროვნება აქვთ გულისმარევი, საბჭოთა კავშირის რომ სულ ვიღაცამ ლუკმა პირში უნდა ჩაუდოს! სირცხვილიააა!
ჯამლეტი
10 ივნისი 2017 14:14
0
რეზიკო
კლუბებს სპონსორები არ სჭირდებათ, კლუბებს პატრონები სჭირდებათ, შენ კი სპონსორი გინდა, ვინც ფულს მოგცემს და დაბრუნება არ იქნება საჭირო.ნამეტანი ხომ არ მოგდის ?
მოეშვი მაგ კლუბს,გაყიდონ კერძო პირებეზე და მიეხედება უცბად კლუბსაც.სანამ შენ ხარ მანდ,მაგ კლუბს სახეირო არაფერი ექნება, ვერც ისტორიას დაწერს და ვერც რაიმე კვალს დატოვებს.
Jango
10 ივნისი 2017 13:58
0
სულ როგორ უნდა წუწუნებდე ამხელა კაცი , დაანებე რა თავი და მიხედე ოჯახს წყნარად იჯექი შენთვის ტკბილ მოხუცებულობაში , მაგრამ ეტყობა ოჯახშიც წუწუნებ ისე ხარ მიჩვეული. არ უნდა ქობულეთს გუნდი უმაღლესში და ვერც ინახავ და დაანებე რა თავი ხო ხედავ აღარ გამოგდის გამაზვები და ყომარი.
რეზო
10 ივნისი 2017 13:56
0
sakartveloshi fexburti verasodes ver ganvitardeba, mitumetes aseti mtavrobis da federaziis xelshi, ki ar unda sheamzirod 10 jer da 20 jer unda gazardot, tu gindat rame gamovides))) saertod jobia eg saxeoba gaaukmot sakartveloshi, nervebi dagvatkvited amdeni xani veraferi ver migigteviat(((
jason
10 ივნისი 2017 13:04
0
au ra fuls azleven, kapikebs, fexburtelebs raz damlagebels azleven evropashi imodena xelfasi ara aakvt, rava kvelaferi unda shemaziron da dagamadlon sakartveloshi))))
kai bichi
10 ივნისი 2017 12:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული