დღეს ევროთასების კენჭისყრაა - "სამტრედიის" 5 სავარაუდო მეტოქე

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე ოთხი ქართული კლუბია.

ჩემპიონთა ლიგაზე თავის მეტოქეს ელის ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია", რომელიც ტურნირში II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება.

კენჭისყრის დაწყებამდე სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ხუთამდე შემცირდა. ესენია: აპოელ-ი (კვიპროსი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "პარტიზანი" (სერბეთი)", "ზალცბურგი" (ავსტრია) და "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი").

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, მატჩები კი 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება.

* * *
15:00 საათზე ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა დაიწყება, სადაც
თავიანთი მეტოქეების შესახებ ქუთაისის "ტორპედო", საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამოც" შეიტყობენ. 5-5-მდე შემცირდა მათი სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობაც.

"ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "მაკაბი" (ისრაელი), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "შირაქი" (სომხეთი) და "დაჩია" (მოლდოვა).

საჩხერის "ჩიხურას" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ლეხი" (პოლონეთი), "ქაირათი" (ყაზახეთი), "ალტახი" (ავსტრია), "ლევსკი" (ბულგარეთი), "ზირა" (აზერბაიჯანი).

ბათუმის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ბოტევი" (ბულგარეთი), "იაგელონია" (პოლონეთი) და "სლოვანი" (სლოვაკეთი).

ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
torpedos sagol magrad gaumartla magari susti gundebi shexvda.. samtredias xo shansi araaq codoa
dinamo xo rasambob moigebdaa
19 ივნისი 2017 12:45
0
ტორპედოს ნებისმიერის გავლა შეუძლია

ჩიხურას უფრო გაუჭირდება ვიდრე ტორპედოს , მარა შანსი არის.

ბათუმს უფრო ნაკლები აქვს შანსი,თუმცა ბურთიოც მრგვალია.

სამტრედიას აპოელი ან ლუდოგორეცი უნდა, ყარაბაღი უფრო მძიმეა ვიდრე ლუდოგორეცი. ცეცაძემ თუ ისევ ექსპერიმენტები და კუთხურის გათამაშება არ დაიწყო,იქნებ რაცხას შემთხვევით გამოვკრათ ხელი.
Jango
19 ივნისი 2017 12:45
0
ოო სამტრედიას ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავს არ მგონია რომელიმე მათგანთან რაიმე მცირედი შანსებიც კი რო ჰქონდეს. ტორპედოს გაუმართლა ჩემი აზრით ამ კლუბებს ასეთ ფორმაში მყოფი ტორპედო მგონი უპრობლემოდ უნდა გასცდეს აი ჩიხურას და ბათუმის დინამოს თუ გაუმართლათ და შედარებით სუსტი შეხვდათ წესით პირველ ეტაპზე უნდა გაძვრნენ.
dadu
19 ივნისი 2017 12:39
0
სად დაგვერხა! ჩვენი გუნდების შემყურე წელსაც სამარცხვინოდ ჩავამთავრებთ სავარაუდოდ ამ შესარჩევებს. როდემდე უნდა ვიჯდეთ სტადიონზე თუ ტელევიზორთან და უყურებდეთ აზერბაიჯანული თუ ბულგარული გუნდები როგორ გვაწიოკებენ. ეს სეზონიც თუ ესე იყო სავარაუდოდ ფეხბურთის ფედერაციას პასუხი უნდა მოეთხოვოს. დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ ორი წლის მანძილზე არანაირი ფეხბურთის განვითარება არ ყოფილა საქარველოში, პირიქით რაც იყო იმის დეგრადირება მიდის. სამი ოთხი წლის წინ პლეი ოფამდე მაინც მიდიოდნენ ეხლა უკვე პირველივე ტურიდანვე სამარცხვინოდ ვარდებიან ქართული კლუბები.
gg
19 ივნისი 2017 12:27
0
აპოელი და ყარაბახი მცირე,10 % შანსია დანარჩენთან ამ შემადგენლობის სამტრედია უშანსოდ არის სამწუხაროდ დაიმედია ხვდებიან ... :( თუ არ შეუძლიათ შემდგენლობის შენარჩუნება რატო იკლავენ თავს :( გასულიყო დინამო
დინამო
19 ივნისი 2017 12:22
0

სიახლეები პოპულარული